მსოფლიოში ყველაზე ერთგული პინგვინი

რამდენიმე წლის წინ, ერთ–ერთმა ადამიანმა ბრაზილიის სანაპიროზე იპოვა პატარა პინგვინი, რომელიც შიმშილით კვდებოდა. მის მკურნალობას თითქმის ერთი წელი დასჭირდა, რის შემდეგაც იგი მუდმივად ბრუნდება თავის მხსნელთან.

პინგვინი მეტსახელად დინდიმი 2011 წელს იპოვა 71 წლის ბრაზილიელმა მამაკაცმა, ჟოაო პერეირა დე სოუზამ სანაპირო ქანებს შორის სულ მთლიანად ნავთობში დასვრილი. იგი ყველამ მიატოვა – ნელა და მტკივნეულად კვდებოდა შიმშილით.

ბრაზილიელმა პინგვინი სახლში წაიყვანა, სადაც ყურადღებით ჩამორეცხა ნავთობი. მთელი კვირის განმავლობაში პინგვინს თევზით კვებავდა, ხოლო, როდესაც ფრინველის ჯანმრთელობა გაუმჯობესდა, ჟოაომ სცადა მისი გათავისუფლება. პინგვინს ეს გადაწყვეტილება არ მოეწონა და ადამიანთან ცხოვრება განაგრძო. მხოლოდ მაშინ, როდესაც პინგვინის ბუმბული მთლიანად შეიცვალა (დასჭირდა 11 თვე) იგი გაემგზავრა.

რამდენიმე თვეში მათი ახალი შეხვედრა სანაპიროზე შედგა: დინდიმი და მისი მხსნელი გარკვეული დროის განმავლობაში ერთმანეთს უყურებდნენ. ყოველი წლის ივნისში დინდიმი მოდის ჟოაოსთან და თებერვალში მიდის. პინგვინის ნათესავები არგენტინაში, პატაგონიაში ცხოვრობენ, მანძილი კი რიოდან 5 000–8 000 კილომეტრია.

ერთ–ერთ ინტერვიუში ჟოაო აცხადებს, რომ თავს თვლის მათი ოჯახის წევრად. შეხვედრისას პატარა ფრინველი კუდს აქიცინებს და გამოსცემს მხიარულ ხმებს. ყოველ წელს ჟოაოს მიმართ დინდიმი ხდება უფრო ნაზი.

მაგელანის პინგვინი (Spheniscus magellanicus) მიეკუთვნება სათვალიან პინგვინთა გვარს. ეს სახეობა აღმოაჩინა ფერნანდო მაგელანმა და სწორედ მის საპატივსაცემოდ ეწოდა ეს სახელწოდება. დღესდღეობით დედამიწაზე ბინადრობს 1,8 მილიონი წყვილი. ზრდასრული მაგელანის პინგვინი სიმაღლეში 70–80 სანტიმეტრს აღწევს და იწონის 5–8 კილოგრამს. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 15–20 წელია. ეს ფრინველი გამოირჩევა თავისი პატრონის მიმართ ძალიან დიდი კეთილგანწყობით მთელი სიცოცხლის მანძილზე.

მაგელანის პინგვინების გამრავლების პერიოდი სექტემბრიდან თებერვლამდე გრძელდება, სწორედ ამ პერიოდში დინდიმი ჩამოდის თავის მხსნელთან.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*