მსოფლიოში ყველაზე მამაცი ვირი

1997 წელს ვირი სახელად მერფი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა სიმამაცისთვის ავსტრალიის წითელი ჯვრით.

პირველ მსოფლიო ომში დარდანელის ოპერაციის მიზანი კონსტანტინეპოლის აღება და თურქეთის ომიდან გაყვანა იყო. ამ ოპერაციის დროს მერფის გადაყავდა დაჭრილი მეომრები სახიფათო კლდიან ხეობებზე ჰოსპიტალამდე.

ცხოველი გაწვრთნა 22 წლის სანიტარ–მებარგულმა ჯონ სიმპსონ კირკპატრიკმა. მან ასწავლა ვირს წყლის ნაცვლად საველე ჰოსპიტალის მთავარ კარავში დაჭრილი მეომრების გადაყვანა.

სიმპსონი ინგლისში დაიბადა, მაგრამ მოგვიანებით ავსტრალიაში გადავიდა. 1914 წელს იგი ავსტრალიის არმიაში რიგითად მსახურობდა. 24 დღის განმავლობაში მან გადაიყვანა 300 ადამიანზე მეტი, უშუალოდ ბრძოლის ველიდან მედპუნქტამდე. ახალგაზრდა სანიტარი თავის ვირთან ერთად ავსტრალიის და ახალი ზელანდიის არმიის კორპუსის სიმბოლო გახდა.

6b17350c5462f5c8ce6cf8c841f15383

67779ad7111c3a5850addfb8d72b477e

National geographic–ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*