მსოფლიოში ყველაზე ძველი მარგალიტი არაბთა გაერთიანებულ ემირატებში აღმოაჩინეს

უკვე რამდენიმე დღეში ამ სილამაზეს აბუ-დაბიში ლუვრის მუზეუმში გამოფენენ.

1 სანტიმეტრზე ნაკლები დიამეტრის მარგალიტი აბუ-დაბის სანაპიროდან ახლოს, კუნძულ მორავაზე აღმოაჩინეს. იგი 5800-5600 წლის მიწის ფენიდან ამოიღეს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ უკვე იმ ეპოქაში მარგალიტებს სამკაულებად იყენებდნენ და ფუფუნების საგნებს წარმოადგენდნენ.

“აბუ-დაბის მარგალიტი” – გასაოცარი მონაპოვარია. კუნძული მორავა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლია. აქ გათხრები სულ მიმდინარეობს. მეცნიერები აქ კიდევ მრავალი არტეფაქტის აღმოჩენას ელიან, რომლებიც უკეთ წარმოაჩენენ, თუ როგორ ცხოვრობდნენ, მუშაობდნენ და ვითარდებოდნენ უძველესი ადამიანები.

ოქტომბრის ბოლოს მარგალიტს აბუ-დაბის ლუვრის მუზეუმში გამოფენენ. იქ გაიმართება გამოფენა სახელწოდებით – “ფუფუნების 10 000 წელი”.

Leave a comment

Your email address will not be published.


*