მსოფლიოში ყველაზე ძველი ყველი ეგვიპტეშია

ეგვიპტეში უძველესი ყველი აღმოაჩინეს. მას დედაქალაქ მემფისის ქალაქისთავის, პტამესის ნეკროპოლისში, იტალიელმა მეცნიერებმა მიაგნეს. მკვლევართა ვარაუდიდთ, ყველი, სულ მცირე 3200 წლისაა.

ერთი ქილა შეიცავდა გამყარებულ მოთეთრო მასას, აგრეთვე ტილოს ქსოვილს, რომელიც შესაძლოა ჭურჭელს ფარავდა, ან მასში მოთავსებულ მასას იცავდა.

ენრიკო გრეკო, კატანიის უნივერსიტეტის ქიმიკოსი: “მასალის შესწავლისა და გაანალიზების შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ყველის პირველი ყველაზე მყარი არქეოლოგიური მტკიცებულებაა, რომელიც კი აქამდე მოგვიპოვებია”.

როგორც ირკვევა, ძველ ეგვიპტეში ყველის დასამზადებლად ერთდროულად იყენებდნენ ძროხის, ცხვრისა და თხის რძეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად ყველში ბაქტერიაც აღმოაჩინეს, რომელიც ე. წ. ხმელთაშუა ზღვის ციებ–ცხელებას იწვევდა.

ეს დაავადება, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში ლეტალური შედეგით სრულდებოდა, ცხოველებიდან ადამიანებზე, როგორც წესი, არაპასტერიზებული რძის პროდუქტებით ვრცელდებოდა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*