მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული გორილა 59 წლისაა

დასავლეთის გორილა სახელად კოლო კოლომბუსის ზოოპარკის ბინადარია. მის დაბადების დღის ტორტს კიდევ ერთი სანთელი დაემატა. ის ახლა 59 წლისაა და მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული გორილაა.

სამშაბათს დილით, კოლოს საცხოვრებელი ჰაბიტატი გაივსო ფერად–ფერადი ქაღალდის ჯაჭვებით და სათამაშოებით, მისი დაბადების დღის აღსანიშნავად. მან დღესასწაული ოჯახტან ერთად აღნიშნა და მის საზეიმო სუფრას მანდარინი, პამიდორი და ნამცხვარი ამშვენებდა. ზოოპარკის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ართრიტის გარდა კოლოს ჯანმრთელობის მდგომარეობა იდეალურია.

“ჩვენ ყოველ წელს ვუხდით მას დაბადების დღეებს” – განაცხადა კოლომბუსის ზოოპარკის ასისტენტ–კურატორმა ანდრა მეინელტმა.

კოლომ გადააჭარბა გორილების სიცოცხლის ხანგრძლივობას ადამიანთა მზრუნველობის დახმარებით. გორილები ზოოპარკში საშუალოდ 40 წლამდე ცოცხლობენ. ველურ ბუნებაში გორილებს დიდი საფრთხე ემუქრებათ, მაგალითად ბრაკონიერთა თავდასხმები და ისეთი ინფექციური დაავადებები, როგორიცაა ებოლა.

კოლო დაიბადა 1956 წელს. მან მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული გორილას სტატუსი 2012 წელს მოიპოვა, როდესაც 55 წლის ასაკში მოკვდა დასავლეთის გორილა – ჯენი.

discovery.com–ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*