მსოფლიო დონის აღმოჩენა ხარაგაულის ნაკრძალში – გიგანტური ადამიანის ძვლები და “დისქავერის” 5-კაციანი ექსპედიცია საქართველოში

საქართველოში “დისქავერის” 5-კაციანი ჯგუფი ჩამოვიდა. მათი ვიზიტის მიზანია,ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ურთულესი მონაკვეთის გავლა, ალპურზონაში ასვლა და ამ ყველაფრის გადაღება… ექსპედიცია გუშინ უკვე დაიწყო

ყველაფერს კი 6 წლის წინ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ჩატარებულიქართველი სპეციალისტების ექსპედიციით ჩაეყარა საფუძველი, რომელსაც ასეთი ფაქტი უძღვოდა: აკრძალულზონაში, მწყემსებმა, გაუკვალავ გზაზე, ნახირის აყვანის შემდეგ, სამარხი აღმოაჩინეს, რომელშიც (სავრაუდოდ)გიგანტური ადამიანის ძვლების ფრაგმენტები დახვდათ. ამასთან, იქვე ნატაძრალიც იყო…

ეს ამბავი ქუთაისში პროფესორს, არქეოლოგ ერეკლე ჯულაყიძეს აცნობეს. მაშინვე ენთუზიასტების ჯგუფიშეიკრიბა, რომელთაც აღნიშნულ მონაკვეთზე ასვლის სურვილი გაუჩნდათ. იმ ჯგუფში იყო ჟურნალისტი ლელანინუაც (ამის შესახებ მაშინ მახსოვს, მეც ვწერდი. ბატონმა ერეკლემ ექსპედიციის მონაწილეებს გიჟური იდეისავტორები დაარქვა). ჯგუფმა დანიშნულების ადგილამდე რთული გზა განვლო… მათ მიერ გადაღებულივიდეომასალით კი იმ პერიოდში უცხოური არხები ინტერესდებოდნენ, მუდმივად ეხმიანებოდნენ ექსპედიციისმონაწილეებს. ამჯერად კი “დისქავერი” დაინტერესდა და ქართველ სპეციალისტებთან ერთად, იმ მონაკვეთისხელახლა გასავლელად და გადასაღებად 5-კაციანი ჯგუფიც ჩამოვიდა. 8 ივნისს ყველანი ერთად, იმ გზაზედაიძრნენ, რომელიც ქართულმა ექსპედიციამ 2008 წელს გაიარა.

ლელა ნინუა (ინტერვიუ გამგზავრებამდე მოგვცა. – ავტ.): 

– ექსპედიცია არ შედგებოდა, რომ არა, ეს ენთუზიასტი ადამიანები. პირველად, 6 წლის წინ, ნამდვილად არვიცოდით, სად მივდიოდით, იქ რა დაგვხვდებოდა ან რას აღმოვაჩენდით, – ამიტომაც ჩვენი საქციელ სიგიჟედმოინათლა… სამი დღე ფეხით ალპურ ზონაში ავდიოდით. უამრავი სირთულე გადავლახეთ, 16 საათი მარტოგაყინულ მდინარეზე ვიარეთ, მერე ნისლი ჩამოწვა და თქეში წამოვიდა… ვერც ვიძინებდით. ტყეში, რა თქმა უნდა,იყვნენ მტაცებლებიც. ამიტომ ღამ-ღამობით დიდ კოცონს ვანთებდით, რომელთანაც მორიგეობა გვქონდადაწესებული, რომ ჩვენს კარავს მტაცებელები (მგელი, დათვი…) არ დასხმოდნენ. მხეცების დასაფრთხობად დიდირკინის ნატეხებს ერთმანეთს ვურტყამდით, ბოლო ხმაზე ვყვიროდით. იმაზე არ არის ლაპარაკი მინდვრის თაგვებიდა მცირე ზომის ქვეწარმავლები რომ ზედ გადავგვდიოდნენ, როცა კარვებში ცოტას ჩაგვთლემდა ხოლმე, მაგრამისეთი დაღლილები ვიყავით, მათი მოგერიების თავი აღარ გვქონდა. მოკლედ, მთა, კლდე, მდინარე, ჩანჩქერი, -ყველანაირი წინააღმდეგობის დაძლევა მოგვიხდა. დანიშნულების ადგილზე ორი დღე დავყავით, სადაც მართლაცდაგვხვდა ეკლესიის ნაკვალევი, ადამიანის განმარხებული ძვლები, (დაუმარხავი ადამიანი ვულკანურ ქანებსა დაქვებში მოექცა). მოკლედ, მათი იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა… მოკლედ, აღნიშნული ადგილიპალეონტოლოგების შესასწავლია.

უძველეს ლიტერატურაში მოხსენიებულია ფაქტები, რომ არსებობდნენ გიგანტური ადამიანები. ამაზე ძველიბერძნული მითოლოგიაც მეტყველებს

– დიახ, იმ გიგანტი (სამმეტრიანი) ადამიანის კვალს მთელი მსოფლიო ეძებს, რომელებზეც ისტორიულ წყაროებშიკარგად არის ახსნილი… სამწუხაროდ, ჩამოტანილი მასალა ნახა ერთადერთმა მსოფლიო დონის პალეონტოლოგმა,მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა აბესალომ ვეკუამ. ის ეროვნული მუზეუმის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი გახლდათ, რომლის სიტყვას ყველა ენდობოდა (სამწუხაროდ გარდაიცვალა). ჩვენი ექსპედიციისშემდეგ წერდა: “სარკოფაგის ტიპის სამარხი ვნახე, სადაც ეყარა ძვლები, რომელიც თავიდან მღვიმური დათვისმეგონა. თუმცაღა შევცდი, ეს ნამდვილად ადამიანის ძვლებია. მის სიგრძეს განსაკუთრებული ზღვარი უდევსმინიმუმიდან მაქსიმუმამდე – ბარძაყის

ძვლისა და დიდი წვივის ქვედა და ბოლო ფრაგმენტის. გამოდის, რომ ის ერთი ადამინის საკუთრებაა, რომელიცგოლიათი ყოფილა”.

– “დისქავერისმიზანი ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა არის

– იღებენ ფილმს. ექსპედიციას ჩვენი მხრიდან მხოლოდ 5 წევრი უნდა გავყვეთ და მათგანაც 5-ია. იგივე მარშრუტიუნდა გავიაროთ… “დისქავერელებმა” თქვეს, სულ რომ არაფერი აღმოვაჩინოთ, მხოლოდ გზა და ბუნება რომგადავიღოთ, ესეც საკმარისი იქნებაო…

– 6 წლის შემდეგ ახლა როგორი განცდებით მიდიხარ?

– რომ მახსენდება ის განსაცდელი, რაც მაშინ გვქონდა, ახლა სერიოზულად მაკანკალებს… მაშინ გამგზავრებისას ასეარ ვღელავდი…

როგორც მახსოვს, მაშინაც და ახლაც ამ ექსპედიციის შემადგენლობაში ერთადერთი ქალი იყავი და ხარ… 

– კი, ასეა.

ოთარ ბაღათურია, პროფესორი, ჯგუფის ხელმძვანელი:

– ჩვენი ექსპედიცია პირველი რიგში მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს პოპულარიზაციას ემსახურება. მერე ვიწროინტერესიც არის: ყველაფერი იმ ადგილით დაინტერსების გამოწვევას ემსახურება იმისთვის, რომ იქ შემდეგშიმუდმივმოქმედი ექსპედიცია დაფუძნდეს, რომელიც იქაურობას საგულდაგულოდ შეისწავლის. თუ ასეთიდაინტერესება მოხდება, დაწვრილებით და კარგად იქნება შესწავლილი ტერიტორია, მერე ფინანსური მხარდაჭერაცგახდება საჭირო… მაგრამ ჯერ “დისქავერიზე” ამ ყველაფრის გაჟღერებამ ეს დაინტერესება შეიძლება გამოიწვიოს.თუ იქ კიდევ სხვა ძვლის ფრაგმენტებიც აღმოჩნდა და სრულფასოვანი ჩონჩხის რეკონსტრუქცია მოხდა, ამასთან,დამტკიცდა ისიც, რომ ეს არის გიგანტური ადამინი, – ეს უკვე საინტერესო და მრავალმხრივი კვლევის თემაგახდება.

თქვენი ვარაუდით, ნამდვილად ადამიანის ძვლებია?

– დასადგენია გიგანტური ძვლები ვისია – გიგანტოპითეკის (ადამიანის მსგავსი მაიმუნი, ოღონდ, უფრო მაიმუნისკენრომ იხრება), მეგანთროპის (ადამიანსა და მაიმუნ შორის რომაა), თუ ჰომოგიგანტიკუსის (გიგანტური ადამიანი).თუ დამტკიცდა, რომ ის ადმიანების ერთ-ერთი წინაპარია, ცხადია მნიშვნელოვანი თემაა…

მერე უნდა დადგინდეს ქართველია თუ არა. საერთოდაც მაინტერსებს, ბაღათურია ხომ არ არის, რადგანაც, “ბაღათური” ბევრ ენაში (ქართული, ინდური, ოსური, ირანული, მონღოლური, სლავურ ენებში) გოლიათს ნიშნავს: “ბაღათარი”, “ბაადური”, “ბაჰადური”, “ბაგატირ”, დიახ, დევკაცია. მოკლედ, ეს ყველაფერი როგორც გვარადბაღათურიას, მე ისედაც მაინტერესებს… მაგრამ იმის შანსი, რომ იქ რბილი ქსოვილები აღმოჩნდეს, თუნდაც,პაწაწუნა ნაწილებიც, დეენემის ანალიზი რომ გაკეთდეს, მიზერულია. ამიტომ, ამაზე ფსონს არც ვაკეთებთ… თუმცავნახოთ.

ალბათ ექსპედიციამ იქ მუდმივად უნდა ჩიჩქნოს რაღაც, რომ იქნებ ასეთ კვალსაც მიაგნოს

– დიახ და მაშინ უკვე იმის იდენტიფიცირებაც მოხერხდება,  ვინ არის ის და არის თუ არა ჩემი წინაპარი?

თუ ამას მიაღწევთ, მაშინ თქვენი გვარის ღირსეული შთამომავალი იქნებით...

– “დისქავერი” იმაზე შევიპირე, რომ თუ ისეთი რბილი ქსოვილები აღმოჩნდება იქ, რაზეც უკვე მოგახსენეთ, რომდეენემის ანალიზი გაკეთდეს, მაშინ ჩემს დეენემსაც წაიღებენ…

საკმაოდ რთული მონაკვეთის გავლა გიწევთ. მზად ხართ ამ ყველაფრისთვის?

– ფიზიკური გამოცდის ჩაბარება გზაში ნამდვილად მომიწევს. ექვსი წლის წინ უკეთეს ფორმაში ვიყავი, მაგრამ მაინცგავქაჩავ. რაც მთავარია, მორალურად ვარ მზად და ასეთი მზაობით იწყება ყველაფერი…

მტაცებლების არ გეშინიათ?

– ძალან მეშინია, სინამდვილეში – არა, ისინი ადამინს უფრთხიან. შეიძლება ადამიანს მგელი, ფოცხვერი, ან დათვიდაესხას, მაგრამ თუ მარტოა, იმ შემთხვევაში. იქ იარაღი აკრძალულია, რადგანაც ნაკრძალია… წინა ექსპედიციისასასეთ რაღაცას შევესწარით: იქ მწყემსები არიან და უცებ ხარმა ბღავილი ატეხა, გამოცვივდნენ მწყემსები. დათვსხარი მოეგდო, მაგრამ ადამიანები რომ დაინახა, მიატოვა ნადავლი და გაიქცა, თუმცა ხარის დატორვა კი მოასწრო.მოკლედ, ადამინების ეშინიათ. რაკი ამდენი ვართ, მათგან თავის დაცვა არ გაგვიჭირდება…

წყარო: psnews.ge

Leave a comment

Your email address will not be published.


*