მსოფლიო რუკაზე 6000–წლოვანი ისტორიის მქონე ქალაქების რიცხვი

ბევრი ფიქრობს, რომ ურბანიზაცია თანამედროვეობის ნიშანია. იელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ საზოგადოების განვითარებაში ქალაქების როლის ზრდა მრავალ ათას წელს მოიცავს.

კვლევის ფარგლებში ისტორიკოსებმა რამდენიმე საკითხი წამოაყენეს. როგორ იყვნენ ქალაქები განაწილებულები მთელ მსოფლიოში ძველად? რამდენი ადამიანი ცხოვრობდა იქ? როგორ არის ქალაქების წარმოშობა დაკავშირებული გეოგრაფიასთან? ამგვარად წარმოიქმნა ქალაქების რუკა, რომელთა ასაკი 6000 წელს ითვლის: დაახლოებით ძვ. წ. 3700 წლამდე ძვ. წ. 2000 წლამდე.

რუკის შესადგენად ორი ძირითადი წყარო იქნა გამოყენებული: ისტორიკოს ტერტიუს ჩანდლერის წიგნი: “ქალაქების ზრდის 4000 წელი – ისტორიული აღწერა” და პოლიტოლოგ ჯორჯ მოდელსკის კვლევა: “მსოფლიოს ქალაქები 3000–დან 2000–მდე”. ავტორებმა შეძლეს მითითებულ პერიოდში ქალაქების მოსახლეობის რიცხვის განსაზღვრა. მონაცემები აიღეს არქეოლოგების, გზამკვლევების, მოგზაურთა დღიურების, ენციკლოპედიების და სხვა ოფიციალური თუ არაოფიციალური დოკუმენტის მასალებიდან.

ქალაქების განსაზღვრა ხდება მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. ეს არის დასახლება, რომელშიც არ უნდა ცხოვრობდეს 10 000 ადამიანზე ნაკლები. (3500 – 1000 წწ.) უფრო გვიან პერიოდში (ძვ. წ. 1000–დან ახ. წ. 1000 წლამდე) მოსახლეობის რიცხვი აღწევს 100 000–ს. თანამედროვე ქალაქები კი მილიონობით ადამიანს ითვლის.

ისტორიის მანძილზე ქალაქების მოსახლეობის რიცხვი მხოლოდ კი არ იზრდებოდა, არამედ პირიქით – მცირდებოდა კიდეც. მაგალითად, სტამბოლში (ძველად კონსტანტინეპოლში) 1057 წლიდან 1453 წლამდე მოსახლეობის რიცხვი 300 000–დან 45 000–მდე შემცირდა ომების და შავი ჭირის გამო.

მეცნიერების აზრით, მონაცემთა სისტემატიზაცია ნათელს ხდის კაცობრიობის განვითარების გზას და მის ურთიერთობას გარემო პირობებთან და სხვა ფაქტორებთან. ისტორიული ტენდენციების შესწავლის გარეშე ურბანიზაციის თანამედროვე მოდელის შესწავლა არასრულფასოვანი იქნება.

51b19b6d45f26a96bdaa63a8ecfd97d6

ff4dbe2a53ea7d8b9ad1ee688cbf425e

Leave a comment

Your email address will not be published.


*