მსხვერპლშეწირვის კვალი საგვარეულო სამარხებში

ჩინეთის ჩრდილო–დასავლეთში, სოფელ მოგუში პრეისტორიულ სასაფლაოს და მსცვერპლად შეწირულ ადამიანთა ძვლებს მიაკვლიეს. სამარხები დაახლოებით 4 000 წლისაა, ანუ გაცილებით ადრინდელი, ვიდრე ამ ტერიტორიაზე დამწერლობა გაჩნდებოდა.

China-cemetery-sacrifice

ერთ–ერთ სამარხში აღმოჩენილი მსხვერპლად შეწირული 13 წლის მოზარდის ნეშტი.

მსხვერპლად შეწირული 13 წლის მოზარდის ნეშტი ნახეს. ის კიდურებში მოხრილი იწვა, სახით სამარხის კამარისკენ.

სამარხებში აღმოჩენილი კერამიკული ჭურჭელი მოხატულია. ზოგიერთ შემთხვევაში წრიული ფორმისაა და მასზე ლათინური O–ს მსგავსი ნიშნებია. ზოგჯერ კი, მის ნაცვლად ჭურჭლის ძირის მხარეს ტალღოვანი ორნამენტები გვხვდება.

არქეოლოგებმა იპოვეს ე. წ. სამკითხაო ძვლის კოჭები, ანუ ნივთები, რომლებიც გამოიყენებოდა მომავლის წინასწარმეტყველებასთან დაკავშირებულ რიტუალებში. ძვლის კოჭები ფართოდ იყო გავრცელებული ძველ სამყაროში, მათ შორის ჩინეთში.

სამარხთა უმეტესობა ჩიჟიას კულტურას (ბრინჯაოს ხანის კულტურა ჩინეთის ტერიტორიაზე) განეკუთვნება.

prehistoric-pottery

სამარხებში აღმოჩენილი კერამიკული ჭურჭელი.

ჩენ ჰონჰაი (ჩინეთის ჩრდილო–დასავლეთის უნივერსიტეტის პროფესორი): “ჩიჟიას კულტურის არეალი ფართო იყო და მოიცავდა როგორც ყვითელი მდინარის ზედაწელს, ასევე მის შენაკადებსაც. მიწა, სადაც ეს ხალხი ცხოვრობდა, უნაყოფო იყო. ამიტომ ცდილობდნენ, გარემო პირობებს მორგებოდნენ. მოჰყავდათ ფეტვი და სხვა მარცვლეული, რომელიც უძლებდა მშრალ კლიმატს. მოშინაურებული ჰყავდათ ცხოველები, მათ შორის ღორები, ცხვრები და თხები”.

მკვლევარი ამბობს, რომ ამ პერიოდში ხალხი დასახლებული იყო მცირე ფართობზე. ადამიანები ნახევრად მიწურ, მიწაში ჩასულ ნაგებობებში ცხოვრობდნენ. ამ ნაგებობათა ნაშთების საძირკვლის ფორმა კვადრატული ან მართკუთხა ფორმისაა. კარები კი სამხრეთით ჰქონდათ ამოჭრილი.

მეცნიერებმა ჯერ ვერ დაადგინეს, რატომ იყო გავრცელებული ჩიჟიას კულტურის მატარებელ ხალხში ადამიანის მსხვერპლშეწირვა, ან ვის სწირავდნენ მსხვერპლად: დაპყრობილ ხალხს, მონებს თუ საკუთარი ტომის წევრებს.

წყარო: “ისტორიანი”

 

Leave a comment

Your email address will not be published.


*