მუმიფიცირებული ფეხები შესაძლოა დედოფალ ნეფერტარის ეკუთვნოდეს

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მუმიფიცირებული ფეხები, რომელიც იტალიის ქალაქ ტურინის ეგვიპტის მუზეუმში ინახება, შესაძლოა ეგვიპტის დედოფალ ნეფერტარის ეკუთვნოდეს. იგი იყო რამზეს II–ის ცოლი, რომელიც ეგვიპტეს მართავდა ძვ. წ. 1290–1224 წლებში.

ნეფერტარის საფლავი მეფეთა ველზე გაძარცვეს და მისი მუმია ძალიან დაზიანდა.

1904 წელს იტალიელმა არქეოლოგმა და დიპლომატმა სკაპარელიმ იპოვა ნეფერტარის ვარდისფერი გრანიტის სარკოფაგის ფრაგმენტები, კარგად დამზადებული წყვილი სანდალი და მუმიფიცირებული წყვილი ფეხი.

ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფეხები ეკუთვნის ქალს, რომელიც იყო დაახლოებით 165 სანტიმეტრის სიმაღლის, შესაძლოა ჰქონოდა არტერიოსკლეროზი და გარდაიცვალა 40–60 წლის ასაკში.

რადიონახშირბადულმა ტესტმა აჩვენა, რომ ფეხების მფლობელი 200 წლით ადრე ცხოვრობდა, ვიდრე სავარაუდოდ ნეფერტარი.

მიუხედავად ამისა, მკვლევარები ფიქრობენ, რომ ეს ნაშთები სწორედ ნეფერტარის ეკუთვნის.

არსებობს ვარაუდი, რომ მეწყერმა და ძლიერმა წვიმამ შესაძლოა ჩამორეცხა სხვისი მუმიფიცირებული სხეულის ნაწილები და ნეფერტარის საფლავს შეურია, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან დედოფლის საფლავი მდებარეობს საკმაოდ მაღლა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*