მფრინავი ავტომობილები 2017 წლიდან გაყიდვაში გამოვა

სლოვაკური კომპFlying-Roadster-5ანია AeroMobil-ი აცხადებს, რომ მფრინავი ავტომობილების გაყიდვას 2017 წლისთვის აპირებს.

AeroMobil-მა 2014 წლის ოქტომბერში გააკეთა განცხადება ამგვარი ავტომობილების წარმოების შესახებ, ხოლო რამოდენიმე დღის წინ ტეხასის შტატში გამართულ ფესტივალზე “South by Southwest” წარმოდგენილი იყო ასეთი ავტომობილის მოდელი – Flying Roadster, რომელიც 2 წლის შემდეგ გამოვა გაყიდვაში.

ჩვეულებრივი ავტომობილისგან განსხვავებით, მას აქვს გვერდითი ფრთები, რომელის აფრენის დროს გამოდის კორპუსიდან. კომპანიაში ამბობენ, რომ ჯერჯერობით მუშაობენ მასალაზე, რომელიც ავტომობილს სიმყარითა და სიმსუბუქით უზრუნველყოფს. ცნობილი ხდება, რომ უახლოეს მომავალში დაიწყება მანქანის კრაშ-ტესტირებაც.

AeroMobil-ის ცნობით, მთავარი წინააღმდეგობა სერიული წარმოების დაწყებისთვის არის აუცილებელი ნებართვის აღება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა.

მფრინავი ავტომობილი, კომპანიის განცხადებით, ადვილად ჩაეწერება იმ საყოველთაო წესებში, რომელიც არსებობს როგორც მანქანებისათვის, ასევე თვითმფp01k9c3lრინავებისათვის. მას შეუძლია ასაფრენად გამოიყენოს როგორც აეროდრომების საფრენი ზოლი, ასევე ნებისმიერი სწორი ზედაპირი, მათ შორის ბალახისსაფარიანიც. ასაფრენად საკმარისია 300 მ და მეტი სიგრძის საფრენი ბილიკი. მისი მაქსიმალური სიჩქარე ჰაერში 200, ხოლო მიწაზე – 160 კმ/სთ-ია. იგი ბენზინის ძრავს იყენებს.

AeroMobil-ი მხარდაჭერას ევროკავშირისგან ელის.

Leave a comment

Your email address will not be published.


*