მშვიდობით “კეპლერ” – NASA ცნობილ კოსმოსურ ტელესკოპს თიშავს

არამიწიერი ობსერვატორიის მუშაობა მალე სამუდამოდ შეწყდება. გავიხსენოთ “კეპლერის” მიერ მეცნიერებაში შეტანილი წვლილი.

“კეპლერი” – კოსმოსური ობსერვატორია, რომელიც დედამიწის კვალდაკვალ მზის გარშემო ბრუნავს 151 მილიონი კილომეტრის მანძილზე.

ეს არის 4,7 მ–2,7 მ პარამეტრების კონსტრუქცია მზის ბატარეებით, რადიატორით, ანტენით, 16 გბ მეხსიერებით და მგრძნობიარე თვალით – 42 თვალიანი მატრიცით.

30 ოქტომბერს NASA-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ “კეპლერი” მისიას წყვეტს: მისი ყველა გადამცემი და საბორტო მოწყობილობები დედამიწიდან გაითიშა.

მიზეზი? კოსმოსში გატარებული 9 წლის განმავლობაში აპარატმა სრულიად დახარჯა 12 ლიტრი საწვავი, რომელიც ბორტზე იყო. ახლა მინიატურული სარაკეტო ძრავები ვეღარ აკონტროლებენ ტელესკოპის მდებარეობას – “კეპლერი” უმართავი გახდა.

326590037e5cb6bbe97ad1565d3cb90b

“კეპლერი” (Kepler) კოსმოსში 2009 წლის 6 მარტს გაუშვეს. მას სახელი გერმანელი მათემატიკოსის და ასტრონომის პატივსაცემად დაერქვა. მან პლანეტების მოძრაობის კანონი აღმოაჩინა. გაშვების მომენტში “კეპლერს” ყველაზე დიდი ციფრული კამერა ჰქონდა.

აპარატის მთავარი ამოცანა მზის სისტემის გარეთ დედამიწის მსგავსი პლანეტების პოვნა იყო (კლდოვანი და არა გაზისებრი პლანეტების). ერთდროულად ის აკვირდებოდა 150 000 ვარსკვლავს და აღრიცხავდა მათი სიკაშკაშის უმცირეს რხევასაც კი – შორეული მნათობების “დაბნელებას”.

პირველი სამნახევარი წლის განმავლობაში ტელესკოპმა ძალიან მნიშვნელოვანი დაკვირვებები გააკეთა. აღმოჩენილი იქნა ათასობით ახალი ობიექტი, რომელთაგან 2662 ეკზოპლანეტიდან აღმოჩნდნენ.

“კეპლერის” წყალობით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სხვა ვარსკვლავურ სისტემებში უამრავი მსხვილი კლდოვანი პლანეტაა ზომით დედამიწასა და ნეპტუნს შორის. ორბიტებს შორის მანძილი კი შეიძლება ბევრად მცირე იყოს, ვიდრე ჩვენს სისტემაში.

84d8be84688bb6622f054b0536feb0d4

2013 წელს მწყობრიდან გამოვიდა ოთხიდან ერთ–ერთი ძრავა. მეცნიერებმა შეძლეს ტელესკოპის ორიენტაციის აღდგენა და 2014 წელს დაიწყო ახალი მისია K2. საერთო ჯამში, კოსმოსში ყოფნის 9,5 წელიწადის განმავლობაში “კეპლერმა” 530 506 ვარსკვლავის მონაცემები მოიპოვა.

2018 წლის მარტში ნათელი გახდა, რომ კოსმოსურმა ობსერვატორიამ თავისი ყველა რესურსი ამოწურა.

NASA–მ განაცხადა, რომ “კეპლერმა” ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მის მიერ მოპოვებული მასალები შესასწავლად მეცნიერებს 10 წელიწადს ეყოფათ.

ახლა ეკზოპლანეტების ძებნას აპრილში გაშვებული ახალი აპარატი “TESS” განაგრძობს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*