“მცხობელის” აფეთქება

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკელები, წყნარი ოკეანის ატოლ ბიკინიზე, სამხედრო ხომალდებზე ბირთვული იარაღის ზემოქმედებას სწავლობდნენ. ამ გამოცდებს “გზაჯვარედინს” უწოდებდნენ. სწორედ “გზაჯვარედინით” დაიწყო ბირთვული ტესტები მარშალის კუნძულებზე. ეს პირველი გამოცდები იყო, რომლებიც ფართოდ გასაჯაროვდა, მასზე დაუშვეს მედია და სტუმრები. პროგრამის ნაწილი იყო სურათზე გამოსახული აფეთქებაც, რომელსაც “მცხობელის” ტესტი უწოდეს.

95 ხომალდისგან შემდგარ ფლოტს, ჩაშვებული ღუზებით, ბიკინის ლაგუნაში მოუყარეს თავი. ჯგუფის ცენტრში ხომალდების სიმჭიდროვე შეადგენდა 20 ერთეულს კვადრატულ მილზე (7,7 კვკმ–ზე) – ანუ 3–5–ჯერ მეტს, ვიდრე სამხედრო დოქტრინა ითვალისწინებდა. ასე იმიტომ გააკეთეს, რომ ყოველმხრივ და ფართოდ გამოეკვლიათ აფეთქების შედეგები ხომალდების ტიპის, ზემოქმედების მანძილის მიხედვით და სხვ.

ფლოტში შედიოდა 4 მოძველებული ამერიკული სახაზო გემი, 2 ავიამზიდი, 2 კრეისერი, 11 საესკადრო ნაღმოსანი, 8 წყალქვეშა ნავი, მრავალი დამხმარე და სადესანტო ხომალდი, 3 ნადავლი გერმანული და იაპონური გემი. ყველა გემზე იყო ჩვეულებრივი რაოდენობით საწვავი და სხვადასხვაგვარი საკვლევი აპარატურა. რამდენიმე გემზე, შემდგომი გენეტიკური გამოკვლევის მიზნით ჰყავდათ 200 ღორი, 60 ზღვის გოჭი, 204 თხა, 5 000 ვირთხა, 200 თაგვი და მარცვლეული  მწერებით.

“მცხობელი” ააThe-blast-radius.-Notice-the-battle-ships-as-a-size-comparison.-mymodernmetფეთქეს 25 ივლისს, სადესანტო ხომალდ LSM-60–ის ქვეშ 27 მეტრის სიღრმეზე, და შემდეგ ამ გემის ვერავითარი ნაწილი ვეღარ ნახეს. ის ბირთვული აფეთქების ეპიცენტრში აორთქლდა. წყალქვეშა ცეცხლოვანმა სფერომ მიიღო ბუშტის ფორმა, რომელიც ელვისებურად გაფართოვდა. მან ქვემოთ, 180 მეტრის სიღრმეზე ფსკერი დააზიანა, სადაც 610 მეტრის დიამეტრის კრატერი წარმოქმნა. წყლის ზედაპირზე კი უძლიერესი, ზებგერითი სისწრაფის ტალღა გავრცელდა, რომელმაც ახლომახლო გემების კორპუსები გაანადგურა. ამას ყველაფერს 4 მილიწამი დასჭირდა. დარტყმითი ტალღის უკან დროებით შექმნილმა დაბალი წნევის არემ ნისლი გააჩინა, რომელმაც ცად ატყორცნილი გეიზერი ორი წამით დაფარა. შემდეგ ე.წ. უილსონის ღრუბელი გადიდდა და გაქრა.

სამხედრო–საზღვაო ძალებმა კი ხომალდების და ტვირთისგან დარჩენილი ნაწილები შეისწავლეს. “მცხობელმა” უძლიერესი რადიაქტიური დაბინძურება გამოიწვია. გამოცდები დროებით შეწყვიტეს, თუმცა 50–იანი წლებიდან კვლავ გააგრძელეს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*