“მხიარული ბავშვობა” ძველ რომში

1415374171173_wps_51_Camels_ful_jpg

ოსლოსა და ნიუკასლის უნივერსიტეტის მეცნიერებს იშვიათი შესაძლებლობა აქვთ, შეისწავლონ 2 ათასი წლის წინ მცხოვრები ბავშვების ცხოვრების სტილი.         ამის საშუალება მათ ოქსირინჰუსის პაპირუსებმა მისცა. კაიროდან 160 კილომეტრით დაშორებული ქალაქი უძველესი დროიდან დიდ როლს ასრულებდა ეგვიპტის ცხოვრებაში. აქ არაერთი უნიკალური ნივთი და ჩანაწერია აღმოჩენილი.

ნილოსის პირას გაშენებული ოქსირინჰუსი მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი იყო როგორც რომაელების, ისე ბიზანტიელთა მმართველობის დროს. აყვავების ხანაში ქალაქის მოსახლეობა 25 ათასს აღწევდა.

XIX საუკუნის ბოლოდან დღემდე აქ 7500–ზე მეტი პაპირუსი აღმოაჩინეს. ახ. წ. I საუკუნით დათარიღებული დოკუმენტები, მშრალი და ცხელი ჰავის წყალობით, შესანიშნავადაა შემონახული. შრომითი კონტრაქტებისა და ოფიციალური მასალების გარდა, დოკუმენტებს შორის არის მოქალაქეთა პირადი წერილები და კორესპონდენციები.

ახალგაზრდა ეგვიპტელთა ცხოვრება რომის იმპერიის პერიოდში მათი უცხოელი თანატოლებისგან დიდად არ განსხვავდებოდა, თუ არ ჩავთვლით სამეცნიერო–ტექნიკური რევოლუციის მრავალრიცხოვან მიღწევებს.

მაგალითად, ოქსირინჰუსის მდიდარმოქალაქეთა შვილები ახალგაზრდულ ორგანიზაციებში, ერთგვარ გიმნაზიაში ერთიანდებოდნენ, რომლებიც თანამედროვე ბოისკაუტებს ჰგავდნენ და პატარა ეგვიპტელებს დიდი ცხოვრებისთვის ამზადებდნენ. ისინი ასევე სწავლობდნენ, როგორ უნდა აღზრდილიყვნენ სამაგალითო მოქალაქეებად.

ღარიბი ოჯახების შვილები კი მცირე ასაკიდან იწყებდნენ მუშაობას, ყველაზე ხშირად საფეიქრო სახელოსნოში. საფეიქრო საქმის სწავლა მონების შვილებსაც შეეძლოთ, იმის მიუხედავად, რომ იმეპოქაში მონებს მძიმე პირობებში უწევდათ ცხოვრება. გოგონებს კი შინ ჯდომა და საოჯახო საქმის შესწავლა ევალებოდათ, რათა გათხოვების შემდეგ სამაგალითო ცოლები ყოფილიყვნენ.

ოქსირინჰუსის 7500–მდე პაპირუსს, რომელთა ასაკი 2000 წელია, ოსლოსა და ნიუკასლის უნივერსიტეტის პროფესორები, ვაილ ვოულანტო და ეიფრილ პადსი სწავლობენ.

მკვლევართა აზრით, მარტივად ასახსნელია, თუ რატომ იყო ასე პოპულარული ქალაქში ფეიქრის პროფესია. ოქსირინჰუსი რომის იმპერიის ეპოქაში ძველი ეგვიპტის საფეიქრო მრეწველობის ცენტრი იყო.

 წყარო: ისტორიანი

Leave a comment

Your email address will not be published.


*