ნალედი – ახალი წინაპარი სამხრეთ აფრიკიდან

rndtv21qjkqwgm66o6ag2dnsqiab0y

ჰომო ნალედი

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მეცნიერებმა ადამიანის წინაპრების ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ნაშთებს იოჰანესბურგთან 50 კილომეტრში, მღვიმეში მიაკვლიეს – მას სემდეგ, რაც გრძელი და ვიწრო შესასვლელით დაახლოებით 40 მეტრის სიღრმეზე ჩავიდნენ.

მღვიმის შესასვლელი იმდენად ვიწრო იყო, რომ მხოლოდ თხელი აღნაგობის ქალმა მეცნიერებმა შეაღწიეს. შუქი რომ ჰქონოდათ და კამერის საშუალებით დაენახათ, რა ხდებოდა ვიწრო მღვიმის სიღრმეში, სპეციალისტებს 3 კილომეტრზე მეტი სიგრძის ოპტიკური კაბელის გაჭიმვა დასჭირდათ. ეს 2013 წელს მოხდა. მეცნიერებს ჰქონდათ ვერსია, რომ ეს ნაშთები მანამდე უცნობი ადამიანის სახეობას ეკუთვნოდა. თუმცა განცხადება, რომ ნაპოვნია ადამიანის წინაპრის ახალი სახეობა, მაშინვე არ გაკეთებულა. მას შემდეგ მღვიმეს რამდენიმე ექსპედიცია ესტუმრა, აღმოჩენილ ძვლებს კი სპეციალისტები ორ წელიწადს სწავლობდნენ.

მუშაობის დასრულების შემდეგ ევოლუციური კვლევების ინსტიტუტის პროფესორმა ლი ბერგერმა განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ამომავალი ვარსკვლავის მღვიმეში ნაპოვნი ძვლები თანამედროვე ადამიანის წინაპარს ეკუთვნის. მეცნიერების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით თუ ვიმსჯელებთ, იგი მაიმუნს ძალიან ჰგავს. ადამიანის ახალ სახეობას Homo naledi დაარქვეს. ადგილობრივ, სესოთოს ენაზე ნალედი ვარსკვლავს ნიშნავს. აგებულებით ისწააგავს თანამედროვე ადამიანის წინაპარს, რომელიც აქ მილიონ–ნახევარი წლის წინ დაეხეტებოდა.

866

მღვიმეში კიდევ ასობით ჰომო ნალედის ძვლებია

ძვლის 150–მდე ნაშთი, რომელიც მკვლევარებმა შეისწავლეს, 15 ინდივიდს ეკუთვნოდა.მათ შორისიყვნენ ბავშვები, მოზარდები, ზრდასრულები და მოხუცები. მღვიმეში კიდევ ასობით Homo naledi–ის ძვლებია, რომელსაც მტვერი, ნესტი და სიბნელე ფარავს.

ანალიზმა აჩვენა, რომ ეს ადამიანები ძალიან გამხდრები იყვნენ და ფორთოხლის ზომის თავის ტვინი ჰქონდათ. კვლევებში სხვადასხვა ქვეყნის დაახლოებით 50 მეცნიერი იყო ჩართული.

წყარო: ისტორიანი

Leave a comment

Your email address will not be published.


*