ნამარხი ფრინველის ბარტყი ქარვაში გაქვავდა

ბირმული ქარვა მეცნიერებს ნამარხი ფლორის და ფაუნის შესწავლაში ეხმარება: მასში უძველესი მცენარეების და ცხოველების ნაშთებია გაქვავებული. ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს ქარვა მასში ისტორიამდელი ბარტყის შესანიშნავად შემონახული ნაშთით.

5d2ffc227160bcf620199266813328feბირმული ქარვა ან ბირმიტი მიანმის (ყოფილი ბირმა) ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილში, ჩინეთის და ინდოეთის საზღვართან მოიპოვება. მისი ფერი ყვითლიდან ყავისფერამდე ვარირებს. იგი 2000 წელია ცნობილი. ხანის დინასტიის დროს მას ჩინელი ოსტატები ამუშავებდნენ. ეს ნამარხი ფისი უფრო სამეცნიერო კუთხით არის საინტერესო. როგორც ყველა ქარვაში მთელ პლანეტაზე, ბირმიტშიც შეიძლება ინკლუზების ძველი ნამარხი ცხოველების და ორგანიზმების ნაშთების პოვნა.~

ციცქნა ფეხსახსრიანების გარდა ბირმულ ქარვაში ნაპოვნია გეკონები და ქამელეონები. ახლახანს კი ამერიკელმა, კანადელმა და ჩინელმა პალეონტოლოგებმა 6 სანტიმეტრი სიდიდის ისტორიამდელი ბარტყი იპოვეს.

გადაშენებული ჯგუფის ენანციორნისული ჩიტის წარმომადგენელი 99 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. ფისის წვეთში პატარა გამოჩეკვიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ჩავარდა.

9 სანტიმეტრიან ბირმიტში მთლიანად მოთავსდა თავი, კისერი, ფრთები და კუდი. ეს ფაუნის ამ წარმომადგენლის ყველაზე სრული ნიმუშია. მეტიც, ქარვის საფარმა სრულყოფილად შეინარჩუნა ჩონჩხის სტრუქტურა, კანი, ბუმბული, ქუთუთოები და ყურის ხვრელები. მიწაში ნაპოვნი არცერთი ნიმუში ასე კარგად არ ინახება.

“ქარვის ბარტყის” დნმ–ის აღება ვერ მოხერხდა. მაგრამ 3D მოდელირების საშუალებით მეცნიერებმა მისი ცოცხალი სახის რეკონსტრუქცია მოახერხეს.

ენანციორნისული ჩიტები ცარცულ პერიოდში დომინირებდნენ. მათი გაქვავებული ნამარხები ყველა კონტინენტზეა ნაპოვნი ანტარქტიდის გარდა. მათი დასახელება უჩვეულო მორფოლოგიის გამოა დარქმეული. ის ითარგმნება, როგორც “ჩიტების საპირისპირო”. მათი ჩონჩხის თითქმის ყველა ელემენტი სხვაგვარად არის მოწყობილი, ვიდრე მარაოსებრკუდიანი ჩიტების. ამ ჯგუფს თანამედროვე ფრინველები არ მიეკუთვნებიან.

კერძოდ, ენანციორნისული ჩიტების ფრთებზე ბუმბულის გარდა ბრჭყალებიც ჰქონდათ, ამასთან, ტანზე ბუმბული თითქმის არ არის. მათ ჰქონდათ კბილები და მტაცებლები იყვნენ. მათი ფრთის, კუდის და მხრის წყობა იმდენად განსხვავებულია თანამედროვე ფრინველების წყობისგან, რომ მეცნიერები ჯერ ვერ ხსნიან, თუ როგორ ახერხებდნენ ენანციორნისები ფრენას.

8b914f25bac9875135dd466d3e9c670a

Leave a comment

Your email address will not be published.


*