ნამარხ ცხოველს “ჯონი დეპი” დაარქვეს

მეცნიერებმა ზღვის ნამარხ ცხოველს “ჯონი დეპი” დაარქვეს, რომელიც მთავარ როლს ასრულებს ფილმში “ედვარდ ხელ–მაკრატელა”.

1990 წელს გადაღებულმა ფილმმა “ედfa657c0e818a5ab06fb4f87dffb2cd93ვარდ ხელ–მაკრატელამ” მოულოდნელი კვალი დატოვა პალეონთოლოგიაში. მკვლევარებმა, კანადის პროვინცია ბრიტანული კოლუმბიის პარკ კუტენში, აღმოაჩინეს მარწუხებით შეიარაღებული ზღვის ცხოველი. ის ჭიაყელას ზომის იყო და 500 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. ნამარხ ცხოველს სახელი ჯონი დეპის პატივსაცემად დაარქვეს. Kootenichela Deppi-ს სახელწოდების არსება თავის მარწუხებისმაგვარ კიდურებს სავარაუდოდ, საკვების მოსაპოვებლად იყენებდა. ეს მაშები გარეგნულად ედვარდის “ხელებს” წააგავს. ეს არის ადამიანი კიბორგი, რომლის პერსონაჟს ჯონი დეპი განასახიერებს. მეცნიერი, რომელმაც ედვარდი შექმნა, გარდაიცვალა და ვერ მოასწრო რობოტის ხელების დასრულება. ამიტომაც უწევს მას მაკრატლის მსგავსი ხელებით მუშაობა. 

“Kootenichela Deppi – ერთ–ერთი უძველესი ფეხსახსრიანია. ეს სახეობა დღეს მთელ დედამიწაზეა გავრცელებული – მარიანის ღრმულიდან ევერესტის ფერდობებამდე – ამბობს პალეონთოლოგი დევიდ ლეგი.

მომზადებულია National geographic–ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*