ნაპოვნია მთვარეზე წყლის მოპოვების მეთოდი

დედამიწის თანამგზავრის მომავალი კოლონიზატორები შეძლებენ წყლის მოპოვებას მზის სინათლის და პლასტიკის გუმბათების საშუალებით.

როგორც ცნობილია, მთვარეზე მრავალი ყინულოვანი კრატერია. მზის ამოსვლისას ყინული იწყებს აორთქლებას, ხოლო ტემპერატურის დაცემისთანავე გაყინვის პროცესი იწყება. რადგანაც მთვარის დღე დედmoonამიწის საზომით ერთი თვე გრძელდება, წყლის მოლეკულებს საკმარისი დრო აქვთ აკუმულაციისთვის. NASA–ს პლანეტოლოგის ტიმ ლივენჰუდის აზრით, ადამიანს ამ სიტუაციის გამოყენება შეუძლია.

“როცა მთვარის ზედაპირი მიმართულია მზის სინათლისკენ, ჩვენ შეგვიძლია მისი გარკვეული ნაწილის დახურვა გამჭვირვალე პლასტიკის გუმბათით – ამბობს ლივენჰუდი – მზე გადააქცევს ყინულის ორთქლად, შემდეგ ორთქლი კვლავ იყინება, ჩვენ კი მიღებულ კრისტალებს შევაგროვებთ”.

გამოთვლების თანახმად, მთვარის ზედაპირის 1 კვ. მ–დან, ასეთი მეთოდით, შესაძლებელია 190 მილი ლიტრი წყლის მიღება. “ეს შედარებით მცირე რაოდენობაა, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ მთვარის პოლუსებიდან. სამაგიეროდ ეს ჩვენგან ენერგიის მინიმალურ დანახარჯებს მოითხოვს. აქ მხოლოდ მოთმინებაა საჭირო”. – თვლის ლივენჰუდი.

National geographic–ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*