ნაპოვნია მსოფლიოში პირველი მკვლელობის მსხვერპლი

ესპანელმა პალეონთოლოგებმა აღმოაჩინეს დანაშაულის მსხვერპლი, რომელიც თითქმის ნახევარი მილიონი წლის წინ მოხდა. მეცნიერთა აზრით, შესაძლებელია ეს იყოს კაცობრიობის ისტორიაში პირველი მკვლელობა.

აღმოჩენა მოხდა ე1f6b5f45d10a63e4dfe8f566cf533249სპანური ქალაქ ბურგასის რეგიონში, სიერა–დე–ატაპურკაში.

არქეოლოგიური გათხრებით ცნობილი ეს ადგილი სავსეა პალეონთოლოგიური და არქეოლოგიური აღმოჩენებით, რომლებიც ნათელს ფენენ ადამიანის ევოლუციას. ატაპურკას ერთ–ერთი მღვიმის სახელწოდებაა “ძვლების ნაპრალი” (Sima de los Huesos). წლების განმავლობაში აქ მკვლევარებმა იპოვეს პროტოადამიანებისთითქმის სამი ათეული სრული ჩონჩხი და დაახლოებით ოთხი ათასი ცალკეული ძვლები.

გამოკვლევა, სხვასთან ერთად, მოიცავს გაფანტული ფრაგმენტებისგან სხეულების ნეშტების აღდგენას. ერთ–ერთი შედეგი ფენომენალური აღმოჩნდა: 52 ნაწილისგან შემდგარი უძველესი ადამიანის თავის ქალის აღდგენისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს აშკარა ძალადობრივი სიკვდილის კვალი. ნიმუშის ნომერია “ქალა N 17”. მის შუბლის ძვალზე მარცხენა თვალის ფოსოს ზემოთ მდებარეობს ორი ნახეთქი, რომლებიც ერთი და იგივე საგნით არის მიყენებული. ეს გამორიცხავს იმის ალბათობას, რომ თავის ქალის პატრონი დაიღუპა ნადირობისას, სიმაღლიდან ჩამოვარდნისას ან ნადირის თავდასხმისას.

გამორიცხულია, აგრეთვე, რაიმე საგანთან შემთხვევით შეჯახებაც: ორჯერ ზედიზედ ასეთი რამ არ ხდება. ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ სიკვდილი გამოიწვია ერთი და იგივე შრომის იარაღის დარტყმამ რაიმე კონფლიქტის დროს. სწორედ ეს დარტყმებია სიკვდილის მიზეზი.94db87c6f56d514265cf2abd6ec5c753

სხეულის ნეშტის ასაკი არა ნაკლებ 430 ათასი წელია. დღესდღეობით ეს ადამიანის მიერ ადამიანის მკვლელობის პირველი მოწმობაა. მანამდე ყველაზე კარგად შესწავლილი და დოკუმენტირებულია ნეოლითის ხანის მსგავსი კონფლიქტები. ახალი აღმოჩენა ადასტურებს, რომ პირადული ძალადობა ისტორიულად დევს ადამიანის ქცევის საფუძველში.

მომზადებულია National geographic–ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*