ნაპოვნია მსოფლიოში უძველესი სამაჯური

03b223bbfd2546efc41f28d0d178cd51

ალტაის გამოქვაბულში ნაპოვნი სამაჯური მიჩნეულია მსოფლიოში უძველესად. მისი ასაკი 40 000 წელია.

კარგად შემონახული ისტორიამდელი სამაჯური დამზადებულია გაპრიალებული ქვისგან, რომელიც მზის სინათლეზე მწვანე ფერის ყველა ელფერს იძენს. იგი არქეოლოგებმა ჯერ კიდევ 2008 წელს აღმოაჩინეს, მხოლოდ ეხლა დადგინდა მისი ასაკი. საოცარია, რომ ასეთი ოსტატობის ადამიანებმა მიაღწიეს ნეოლითის ხანაში. ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოახერხეს ალტაის ჰომინიდებმა 40 000 წლის წინ ასეთი ნატიფი სამუშაოს შესრულება.

სამაჯური ორი გახლეჩილი ნაწილისგან შედგება, რომელთა სიგანე 2,7 სმ–ია, სისქე – 0,9 სმ. სავარაუდო დიამეტრი 7 სმ–ია. ამასთან, გახლეჩის ადგილას არის ნახვრეტი, რომელიც დიდი სიზუსტით არის შესრულებული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ოსტატი იყენებდა საჭრეთელს, ასევე აპრიალებდა ტყავის ნაჭრებით. სავარაუდოდ, სამაჯური გაფორმებული იყო მრავალი ორნამენტით.

მეცნიერები სამაჯურის ასაკში დარწმუნებულები არიან. მათ მრავალი მეთოდი გამოიყენეს, მათ შორის ჟანგბადის–იზოტოპური მეთოდი.

სავარაუდოდ სამაჯური დიდგვაროვან გოგონას ეკუთვნოდა და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იკეთებდა.

მომზადებულია National geographic–ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*