ნაპოვნია პირველი “მანათობელი” ამფიბია

სამხრეთ ამერიკული ხის ბაყაყი – ერთადერთი ცნობილი ამფიბია, რომელსაც შეუძლია ფლუორესცენტია.

სამსანტიმეტრიანი ბაყაყი (Hypsiboas punctatus) ნაპოვნია ამაზონის ჯუნგლებში. იგი დღის შუქზე საკმაოდ ჩვეულებრივად გამოიყურება: ყვითელი პატარა ლაქებით. ღამით კი მწვანედ ანათებს.

ჰერპეტოლოგების გუნდი, რომელსაც კარლოს ტაბოადა ხელმძღვანელობს, სწავლობს ბილივერდინს – მწვანე პიგმენტური ლაქები, რომელსაც ბაყაყის ქსოვილი შეიცავს. ისინი განლაგებულია ცხოველის კანის ქვეშ ფლუორესცენტული ნათურებივით და ბაყაყის კანი ანათებს ნათელ მწვანე შუქს.

აქამდე უცნობი ამფიბიის თავის კანი, ლიმფური ქსოვილი და სეკრეტის ჯირკვლები შეიცავს ორგანულ ნაერთს – ჰილონიუს. სწორედ მისი მეშვეობით აქვს ბაყაყს უნარი იყოს ფუორესცენტული.

ეს უჩვეულო თვისება გააჩნის მფოლოდ Hypsiboas punctatus–ს – იგი ერთადერთია 7000 დღემდე ცნობილი ამფიბიიდან, რომელსაც ეს უნარი აქვს.

როგორც ქიმიკოსი ნორბერტო პეპორინე ლოპესი აცხადებს, ეს ნივთიერება ცხოველების ორგანიზმში არ გვხვდება; მისი უახლოესი ანალოგი გვხვდება მცენარეთა სამყაროში.

იმის გასარკვევად, თუ, რატომ აქვს ბაყაყს ეს საოცარი უნარი, მეცნიერები დეტალურად შეისწავლიან მისი თვალების სტრუქტურას.

Leave a comment

Your email address will not be published.


*