ნაპოვნია სამყაროში ყველაზე განმარტოებული გალაქტიკა

კოსმოსურმა ტელესკოპმა Hubble–მა გადაიღო თევზების თანავარსკვლავედში MCG+01−02−015–ის ფოტოები, რომელიც ითვლება სამყაროში ყველაზე განმარტოებულად.

4c3950b6d38ef1b762dc2df5daed0a76

ორბიტალური ტელესკოპი ჰაბლი

ტრადიციულად ითვლება, რომ სამყარო თავისი სტრუქტურით სამგანზომილებიან გიგანტურ აბლაბუდას ჰგავს. მისი ძაფები წარმოადგენს ბნელი მატერიის გროვებს, რომლებსაც ფილამენტები ეწოდებათ. მათი გადაკვეთის წერტილებში მდებარეობს ხილული მატერიის მკვრივი გროვები – ცალკეული გალაქტიკები და მთელი ჯგუფები.

არის გამონაკლისებიც: გალაქტიკები, რომლებიც წარმოადგენენ ვარსკვლავების მსხვილ გროვებს, ხვდებიან ე. წ. ვოიდებში – სამყაროს უბნები, რომლებიც “კოსმოსური აბლაბუდას” ძაფებისგან განცალკევებულია. ისინი შეიცავენ ძალიან ცოტა გალაქტიკას ან საერთოდ არცერთს.

შესაძლოა, მარტოხელა გალაქტიკები გალაქტიკათშორისი აირებისგან წარმოიშვნენ. ასეთი ობიექტია MCG+01−02−015, მცირე სპირალური გალაქტიკა, რომელიც კოსმოსის ყველაზე უკაცრიელ ნაწილში მდებარეობს.

ამ კოსმოსურ რეგიონში მატერიის სიმკვრივე შეადგენს სივრცის ერთ კუბურ მეტრზე ერთ ატომზე ნაკლებს. MCG+01−02−015 უნიკალურია იმითაც, რომ ასტრონომებმა პირველად აღმოაჩინეს ასეთი გალაქტიკა მენახირეს თანავარსკვლავედის გარეთ, სადაც გიგანტური ვოიდი მდებარეობს.

National geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*