ნაპოვნია ფრედერიკ შოპენის უცნობი ფოტო

downloadშვეიცარიელმა ფიზიკოსმა ალენ კოლერმა ფრედერიკ შოპენის ფოტო აღმოაჩინა, რომელიც დაგეროტიპზეა გადაღებული. ამის შესახებ ინფორმაციას პარიზის პოლონური ინსტიტუტი ავრცელებს.

ეს კომპოზიტორის მესამე ცნობილი ფოტოგრაფიული გამოსახულებაა. სპეციალისტთა შეფასებით, იგი დაახლოებით 1847 წელს გადაიღო ფოტოგრაფმა ლუი–ოგიუსტ ბისონმა, რომელსაც კომპოზიტორის კიდევ ერთი დადასტურებული ფოტოგამოსახულება ეკუთვნის.

კადრი შვეიცარიაში, შოპენის პირად არქივში იპოვეს. დაგეროტიპის ორიგინალი, ისევე როგორც წინა ორი ფოტოს შემთხვევაში, ჩანს, განადგურებულია.

Leave a comment

Your email address will not be published.


*