ნაპოვნია ცოცხალი ორგანიზმების პირველი მასობრივი გადაშენების დასაბუთება

ეკატერინბურგის გეოლოგიის და გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ცოცხალი ორგანიზმების პირველი მასობრივი გადაშენება მოხდა 100 მილიონი წლით უფრო ადრე, ვიდრე მიჩნეული იყო აქამდე.

952fe0c9386bae848d20867502545632

დისკინსონია – ედიაკარსული პერიოდის ერთ–ერთი ყველაზე დამახასიათებელი ნამარხი ცხოველი

დღემდე მეცნიერებისთვის ცნობილი იყო ორგანიზმების ხუთი მსხვილი გადაშენების შესახებ. პირველი სავარაუდოდ მოხდა 450–440 მილიონი წლის წინ – ორდოვიკს–სილურიის გადაშენება.

კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ 100 მილიონი წლით ადრე, დაახლოებით 550 მილიონი წლის წინ მოხდა კიდევ ერთი მასობრივი გადაშენება. მას “კოტლინსკის კრიზისი” უწოდეს, როდესაც პლანეტაზე ცოცხალი ორგანიზმების მთელი სამეფო უკვალოდ გაქრა.

დაახლოებით 580 მილიონი წლის წინ დედამიწაზე გაბატონდნენ რბილსხეულიანი 1,5 სანტიმეტრის სიდიდის არსებები, რომლებიც უამრავი მილაკებისგან შედგებოდნენ – ვენდობიონტები. ისინი თავთხელ ადგილებში ბინადრობდნენ და ბაქტერიებისგან შემდგარი ლორწოთი იკვებებოდნენ. ამ ცხოველებზე ბოლო ინფორმაცია 550 მილიონი წლით თარიღდება. რუსმა მეცნიერებმა ვენდობიონტების გადაშენების ფაქტის დადასტურება გადაწყვიტეს. “გეოლოგიურ ფენებში ორგანიზმების ნამარხების არარსებობა მათ გადაშენებას არ ნიშნავს. საჭიროა ზღვის დანალექი ქანების პოვნა, რომლებიც ვენდობიონტების არსებობის არეალი იყო” – ამბობს დიმიტრი გრაჟდანკინი.

7b8f88ca46b0a6242bf1dcb74ea65ea9

ჩარნია – ედიაკარსული პერიოდის ორგანიზმის სახეობა

ასეთი ხელსაყრელი პირობები 550–540 მილიონი წლის წინ ურალის ტერიტორიაა, სადაც ზღვის აუზი არსებობდა. კვლევების პროცესში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ვულკანური ტუფის თხელი ფენები – ამოფრქვევისას ამოტყორცნილი მაგმური ქანები. ურან–ტყვიის მეთოდის გამოკვლევით დადგინდა, ამ ქანებში არსებული ცირკონების ასაკი – მათი წარმოქმნის თარიღი 547 მილიონი წელია, ე. ი.სავარაუდო გადაშენების შემდეგ 3 მილიონი წლით გვიან.

“მიუხედავად იმისა, რომ ურალში ვენდობიონტების არსებობისთვის ხელსაყრელი და შენახვის კარგი პირობები იყო, აქ ამ არსებების კვალი არ არის. ეს კი ნიშნავს, რომ ისინი ნამდვილად 550 მილიონი წლის წინ გადაშენდნენ”.

კრიზისის მიზეზი შეიძლება პირველი ცხოველები იყვნენ, რომლებმაც ვენდობიონტები გაანადგურეს და საფუძველი დაუდეს ახალი ეკოსისტემის ფორმირებას.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*