ნარცისის ფრესკა პომპეიდან

წმინდა ვალენტინის დღეს პომპეიში, ერთ–ერთ სახლში ნარცისის ფრესკის სამი ფრაგმენტი იპოვეს. სპეციალისტებმა ფრაგმენტების გაერთიანების შემდეგ შეძლეს აღედგინათ გამოსახულება ბერძნული მითოლოგიის გმირისა, რომელსაც მხოლოდ საკუთარი თავი უყვარდა.

ფრესკა იმავე სახლში აღმოჩნდა, სადაც ექსპედიციის წევრებმა შარშან დეკემბერში ეროტიკულ ფრესკას მიაკვლიეს, რომელზეც ლედა და გედი არიან გამოსახული. ეროტიკული ფრესკა პომპეის ცენტრში ერთ–ერთი ფეშენებელური ვილის მეპატრონის საძინებლის კედელს ამკობდა. იგი ქალაქის მეხუთე რაიონის გათხრისას, ცენტრალურ ქუჩაზე იპოვეს.

ლედასა და გედის ფრესკასთან ერთად, მიაკვლიეს კედლის მხატვრობის კიდევ ერთ ნიმუშსაც, რომელზეც ნაყოფიერების ძველბერძნული ღვთაება პრიაპოსია გამოსახული. თუმცა ეს ფრესკა საკმაოდ დაზიანებულია.

რომის იმპერიის ერთ–ერთი ულამაზესი ქალაქი ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შემდეგ ძვ. წ. 79 წელს განადგურდა. ნანგრევების აღმოჩენა 17 საუკუნით გვიან, შემთხვევით მოხერხდა. ქალაქ–მუზეუმს წელიწადში 2,5 მილიონამდე ტურისტი სტუმრობს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*