ნასამ ნეპტუნის თანამგზავრების ბრუნვა გადაიღო (ვიდეო)

Neptune

ნეპტუნი

კოსმოსური ობსერვატორია “კეპლერი” 70 დღის განმავლობაში აკვირდებოდა ნეპტუნს და მის ორ თანამგზავრს.

ვიდეოს ხანგრძლივობა 34 წამია. ის მოიცავს 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის იანვრამდე გადაღებულ მონაცემებს.

დაკვირვების მე–15 დღეს ნეპტუნი გადაღებულია თავის უდიდეს თანამგზავრთან ტრიტონთან ერთად. ის პლანეტის გარშემო ბრუნავს 5,8 დღის განმავლობაში. 24–ე დღეს კი გამოჩნდა ნერეიდა, რომლის ბრუნვის პერიოდი ნეპტუნის გარშემო 360 დღეა.

მეცნიერები ამ მონაცემების გამოყენებას აპირებენ ნეპტუნის ატმოსფეროში პერიოდული ცვლილებების და პლანეტის შიდა სტრუქტურის განსაზღვრისთვის.

1024px-Triton_moon_mosaic_Voyager_2_(large)

ნეპტუნის ბუნებრივი თანამგზავრი – ტრიტონი.

მზის სისტემის მერვე და ყველაზე შორეული პლანეტა 17,2–ჯერ მძიმეა დედამიწაზე და აქვს 3,9–ჯერ დიდი რადიუსი.

ყინულის გიგანტი, მზიდან დაშორებულია 30 ასტრონომიული ერთეულით და მზის გარშემო ბრუნვის პერიოდი 164,79 წელიწადია.

ნეპტუნის ქვიან–ყინულოვანი ბირთვი გარშემორტყმულია წყლისგან, ამიაკისგან და მეთანის ყინულისგან შემდგარი მანტიით. დაფარულია წყალბადის, ჰელიუმის და მეთანისგან შემდგარი ატმოსფეროთი. პლანეტას აკრავს ათეულობით თანამგზავრი, მათგან ყველაზე დიდი – ტრიტონის მასა შეადგენს, ერთად აღებული ყველა თანამგზავრის მასის 99%–ს.

 

Leave a comment

Your email address will not be published.


*