ნეანდერტალელები ზღვის პროდუქტების ათვისებაში პიონერები იყვნენ

ამ ჰუმანოიდებს მარტო მამონტებზე ნადირობა არ ეხერხებოდათ.

ბარსელონას უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჟოაო ჟილიაოს ხელმძღვანელობით, პორტუგალიაში, ფიგეირა-ბრავას გამოქვაბულის გათხრების შედეგები გამოაქვეყნეს. ეს ადგილი 86 000-10 600 წლის წინ ნეანდერტალელების თავშესაფრის ადგილი იყო.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მეთევზეობამ და მოლუსკების შეგროვებამ, დიდი როლი შეასრულა ფიგეირა-ბრავას მაცხოვრებლების ნატურალური მეურნეობის განვითარებაში. ამ აღმოჩენის აქტუალურობა ის არის, რომ ადრე არ იყო ცნობილი, ნეანდერტალელებს შორის ასეთი პრაქტიკის არსებობა.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფიგეირა-ბრავას მაცხოვრებლების რაციონს ზღვისპირა რესურსები შეადგენდა: მიდიები და მოლუსკები, კიბოსნაირები, თევზი (ზვიგენები, გველთევზები, კეფალი), ფრინველი (იხვები, ბატები, წეროები, გაგარები) და ძუძუმწოვრები (დელფინები, სელაპები). ნეანდერტალელები ასევე ნადირობდნენ ირმებზე, თხებზე, ცხენებზე, ზებრებზე და კუებზე.

საცხოვრებლის გასათბობად და საჭმლის მოსამზადებლად, ნეანდერტალელები კედარს იყენებდნენ. ამ შედეგმა ის მოსაზრება უარყო, რომ უმეტესად ნეანდერტალელები ცივი ტუნდრის რეგიონებში ცხოვრობდნენ და მამონტებზე ნადირობის ექსპერტები იყვნენ.

ნენადერტელელების უმეტესობა სამხრეთ რეგიონებში ცხოვრობდნენ, განსაკუთრებით თანამედროვე იტალიის ტერიტორიაზე და პირენეის ნახევარკუნძულზე.

ჟილიაო იმ მოსაზრებას ემხრობა, რომ ნეანდერტალელები ადამიანის უშუალო წინაპრები იყვნენ და არ წარმოადგენდნენ სხვა სახეობას.

2dbbf6419de3412c980afc7a1444e2c7.max-2000x1000

8b27601ccab74a3584d8ad69f9f49bb0.max-2000x1000

Leave a comment

Your email address will not be published.


*