ნიდერლანდები ყოფილ კოლონიებს უძველეს არტეფაქტებს დაუბრუნებს

ეს დიდი კულტურული ნაბიჯია მომავალში.

ნიდერლანდების მთავრობამ გამოაცხადა, რომ ის კოლონიალური ეპოქის ყველა ქვეყანას დაუბრუნებს ნებისმიერ მოპარულ ნივთს, რომლებიც ადრე ამ ქვეყნებს ეკუთვნოდათ. ეს გადაწყვეტილება ნიდერლანდების მუზეუმების ექსპერტების რეკომენდაციების წყალობით იქნა მიღებული.

რესტიტუციის (ძველი უფლებების დაბრუნება) პირობების მოთხოვნებს უხელმძღვანელებს სპეციალური კომიტეტი. ეს ორგანიზაცია დაუკავშირდება მუზეუმებს, თუ ამ მუზეუმებში არტეფაქტები მშობლიური ქვეყნების ნების საწინააღმდეგოდ მოხვდნენ.

“კოლონიალური წარსული – ეს ის თემაა, რომელიც ყოველდღიურად უამრავ ადამიანს ეხება. ამიტომ, კოლონიალურ კოლექციებთან ფრთხილი მოპყრობაა საჭირო” – განაცხადა ნიდერლანდების განათლების, კულტურის და მეცნიერების მინისტრმა, ინგრიდ ვან ენგელშოვენმა. მისი აზრით, ნიდერლანდების სახელმწიფო კოლექციებში კულტურული მემკვიდრეობის მოპარული ნივთების ადგილი არ არის. რომელ ქვეყანასაც მათი დაბრუნება მოუნდება, ის ამ არტეფაქტებს მიიღებს.

ნიდერლანდები გეგმავს ითანამშრომლოს ინდონეზიასთან, სურინამთან და კარიბის ზღვის ქვეყნებთან. ადრე ქვეყანას კოლონიები აფრიკაში, აზიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ჰქონდა.

მსოფლიო კულტურის ნიდერლანდების ეროვნული მუზეუმი რესტიტუციის მიმართულებით დამოუკიდებელ ნაბიჯებს გადადგამს. ეს მუზეუმების დიდი გაერთიანებაა, სადაც 450 ათასი ექსპონატის 40% სწორედ ჰოლანდიის კოლონიებიდან არის წარმოშობით.

ბევრი ექსპერტი ამ ნაბიჯს აფასებს, როგორც წარსულთან კავშირის გაწყვეტის ნოვატორულ, პროგრესულ და რადიკალურ გზად.

Leave a comment

Your email address will not be published.


*