ნიზარ იბრაჰიმი – ჩვენი დროის ყველაზე იღბლიანი პალეონტოლოგი

აფრიკის უდაბნოების მარსის პეიზაჟებში ახალგაზრდა პალეონტოლოგი დინოზავრების სამყაროს ახალ, უცნობ ჰორიზონტებს შლის.

ახალ ელდორადოს პალეონტოლოგები მაროკოს და ალჟირის საზღვართან მდებარე კემ-კემის უდაბნოს უწოდებენ. თუ კემ-კემი ელდორადოა, მაშინ ნიზარ იბრაჰიმი ოქროში უნდა ბანაობდეს. ის დეტროიტ მერსის უნივერსიტეტის მეცნიერია, რომელსაც თამამად უწოდებენ თანამედროვეობის ყველაზე იღბლიან პალეონტოლოგს.

ცარცული ერის შუა პერიოდში (დაახლოებით 100 მილიონი წლის წინ) კემ-კემი სულაც არ იყო უდაბნო. წყალუხვ მდინარეებში ბინადრობდნენ ზვიგენები და სკატები, ორგვარად მსუნთქავი თევზები, ბაყაყები და სალამანდრები, ასევე დინოზავრები.

სწორედ ნიზარ იბრაჰიმმა, ახალი აღმოჩენებით დაამტკიცა, რომ ყველაზე დიდი მტაცებელი დინოზავრი – სპინოზავრი წყლის ხვლიკი იყო და ნიანგთან საერთო ბევრი ნიშანი ჰქონდა. ნიზარის აზრით, კემ-კემი ძალიან საინტერესო ადგილია, სადაც ცარცული პერიოდის ხერხემლიანების საოცარი ჯგუფია შემონახული.

სპინოზავრის უზარმაზარი ძვლების გარდა, იბრაჰიმმა ცელაკანტუსების ნამარხები აღმოაჩინა – თანამედროვე ღრმა წყლების ლატიმერიის მტკნარი წყლის მობინადრეს ნათესავი. მან ასევე აღმოაჩინა ახალი სახეობის მტაცებელი დინოზავრები, მცირე ზომის და ნიანგისმაგვარი ხვლიკები. კემ-კემის ასეთი მრავალფეროვანი ბინადრებიდან ძნელია ყველაზე მნიშვნელოვანის გამორჩევა.

ახლა იბრაჰიმი გიგანტური მფრინავი რეპტილიის ნამარხზე მუშაობს: სპინოზავრთან ერთად, ის პალეონტოლოგის ფავორიტია.

ნიზარ იბრაჰიმი თვლის, რომ დინოზავრების შესახებ ჩვენი ცოდნა ამერიკაში, ევროპაში და აზიაში ჩატარებულ კვლევებზეა დამყარებული აფრიკა კი თითქმის შეუსწავლელია. ახალგაზრდა მეცნიერის ერთ-ერთი მიზანი, სწორედ აფრიკის კონტინენტის გახსნა და გამოყენებაა.

ამისთვის ის გეგმავს, რომ აფრიკელ კოლეგებს, ამ რეგიონში მიღებული ცოდნის და ფაქტების ადგილზე შენარჩუნებაში დაეხმაროს.

აფრიკაში უნდა გაიხსნას მუზეუმები, საგანმანათლებლო პროგრამები. აქამდე ყველა აფრიკული აღმოჩენა აშშ-ს და ევროპის მუზეუმებში გაჰქონდათ.თავისი საქმით იბრაჰიმი იმ მოსაზრებას ამსხვრევს, რომ მსოფლიოში თითქმის აღარ დარჩა უცნობი ტერიტორიები.

სავარაუდოდ, ჩვენ არა ერთხელ გავიგებთ ნაზარ იბრაჰიმის ახალი, საოცარი აღმოჩენების შესახებ.

Leave a comment

Your email address will not be published.


*