ნიკარაგუაში გაიღვიძა ვულკანმა, რომელიც 100 წელზე მეტ ხანს სდუმდა

ნუკარაგუაშუ ვულკან მომოტომბოს ამოფრქვევა დაიწყო. ბოლოს მან 1905 წელს გაიღვიძა.

1280 მეტრის სიმაღლის სტრატოვულკანი მომოტომბო მდებარეობს კორდილიერა–ლოს–მარიბოს ქედის სამხრეთ–აღმოსავლეთით, ტბა მანაგუას ჩრდილო–დასავლეთის ნაპირთან. ეს ნიკარაგუას ერთ–ერთი სიმბოლოა, რომელიც წარსულში ქვეყნის გერბს ამშვენებდა. ძველად მის ძირში ქალაქი ლეონი მდებარეობდა, მაგრამ 1610 წლის ძლიერი ამოფრქვევის შემდეგ დასახლება აღმოსავლეთით 36 კილომეტრზე გადაიტანეს. ძველ ადგილას კი ლეონის ნანგრევებია შემონახული.

1849 წლიდან 1905 წლამდე მომოტომბომ 10–ჯერ გაიღვიძა. შემდეგი ამოფრქვევა კი 110 წლის შემდეგ დაიწყო, 2015 წლის 1 დეკემბერს. მოვლენა მრავალ ვიდეორგოლზეა აღბეჭდილი. ერთ–ერთი მათგანი თვითმფრინავის ილუმინატორიდან არის გადაღებული. ეს ერთმა მუსიკოსმა გადაიღო, რომელიც გასტროლებიდან შინ ბრუნდებოდა.

ამ დღეებში ვულკანი ისევ აქტიურია, მაგრამ ნაკლებად ინტენსიურ ფაზაშია. ლავის ნაკადები შესუსტდა, კონუსიდან კილომეტრის სიმაღლის ფერფლის სვეტები იფრქვევა.

2dfa18bafd8ad8eea1e4aa763f411e32

8d969cd82c466959ad89092fb9ea838f

10a000c81ff478cef7b3ac46fd2676ba

69eb1d3412ddeaa99b5533f8a7a5dbb3

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*