ნიკარაგუაში კოლუმბამდელ არტეფაქტებს მიაკვლიეს

NICARAGUA-CANAL_ARTEFACTS_02

მანაგუას კულტურის სასახლეში არქეოლოგი ხორხე ზამბრანა ახალაღმოჩენილ არტეფაქტებს ეცნობა.

თიხის ჭურჭელი, ქვის ხელცულები, ქვის თოხები, ადამიანის ნატერფალი – ნიკარაგუაში სანაოსნო არხის მშენებლობისას მუშებმა 15 ათასამდე უნიკალურ არტეფაქტს მიაკვლიეს.

ჩინურმა კონსორციუმმა, რომელიც არხს აშენებს, ნიკარაგუის ხელისუფლებას უკვე გადასცა კოლუმბამდელი პერიოდის ნივთები.

არქეოლოგი მანუელ რომანი ამბობს, რომ აღმოჩენილ მასალას დიდი კულტურული ღირებულება აქვს. არტეფაქტები მოწმობს, რომ პირველყოფილ ადამიანთა ჯგუფები ამ ტერიტორიაზე უწყვეტად, სულ მცირე, 2 ათასი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ.

NICARAGUA-CANAL_ARTEFACTS_01

15 ათასამდე არტეფაქტს შორისაა ქვის ცულები და თოხები.

ჩინური კომპანია მშენებლობის პერიოდში ნიკარაგუის კულტურის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს. აღმოჩენილ არტეფაქტებს კი ადგილობრივი სპეციალისტები შეისწავლიან. ამჟამად მეცნიერები კიდევ რამდენიმე ტერიტორიას იკვლევენ, სადაც მათი ვარაუდით, უძველესი დასახლებები არსებობდა.

ნიკარაგუაში სანაოსნო, 278 კილომეტრიანი არხის მშენებლობა შარშან დეკემბერში დაიწყო. 50 მილიარდიანი პროექტი 2020 წლისთვის დასრულდება.

ნიკარაგუას ხელისუფლება აცხადებს, რომ ახალი მარშრუტი პანამის არხს მნიშვნელოვან კონკურენციას გაუწევს.

წყარო: “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*