ნორვეგიაში უძველესი თხილამურები აღმოაჩინეს

მათი საშუალებით ვიკინგებამდე პერიოდის ნორვეგიელების ცხოვრებაზე უფრო მეტი რამ გახდა ცნობილი.

ნორვეგიის სამხრეთში, ინლანდეტში 1300 წლის თხილამურები აღმოაჩინეს. აღმოჩენა ორ ეტაპად განხორციელდა: 2014 წელს დიგერვარდენის მთაზე ერთი ცალი თხილამური იპოვეს, 7 წლის შემდეგ კი დამდნარი ყინულის ქვეშ წყვილის მეორე ცალი იპოვეს.

რადიონახშირბადის ანალიზით თხილამურების ასაკი განისაზღვრა – ძვ.წ. 750 წ. ისინი ცნობილ ტიპს მიეკუთვნებიან: ფეხის საყრდენი ფართო თხილამურებიადრეც იყო აღმოჩენილი, მაგრამ უფრო დაბლობებში და არც ერთ მათგანზე სამაგრები არ იყო შემორჩენილი.

ცხვირის სამაგრი და ქუსლის გარშემო შემოსაკრავი ტყავის სარტყელი მნიშვნელოვანი საბუთებია, თუ, როგორ გამოიყენებოდა ასეთი ტიპის თხილამურები. ფიქსაციის ასეთი მეთოდი თხილამურებს უფრო მდგრადს ხდიდა და უადვილებდა ადამიანს მაღლობზე ასვლას და იქიდან ჩამოსვლას, ხოლო დიდი სიფართე მოსახერხებელი იყო ღრმა თოვლში.

სრიალის ტრადიციულმა მეთოდმა ჩვენამდე ვერ მოაღწია, მაგრამ ცნობილია, რომ ასეთ თხილამურებზე ქვედა მხრიდან ბეწვი ჰქონდა შემოვლებული – ეს მთაზე ასვლას აიოლებდა.

2014 წლის აღმოჩენამ პასუხი ვერ გასცა კითხვას: ჰქონდა თუ არა მას ბეწვი თავდაპირველად? მეცნიერებს მეორე ცალის პოვნის იმედი ჰქონდათ. ისინი ყინულის ბუნებრივ დნობას ელოდებოდნენ. მართლაც, 2021 წლის სექტემბრის ბოლოს, ზედაპირზე მეორე ცალი თხილამური გამოჩნდა. ის პირველისგან 5 მეტრის დაშორებით მდებარეობდა.

გათხრებისთვის პირობები არაყელსაყრელი აღმოჩნდა: ძლიერი ქარიშხალი მას თოვლის ახალი ფენით დამარხვით ემუქრებოდა. მაგრამ მეცნიერებმა მოახერხეს ყინულის პლასტის მოჭრა და თხილამურის ამოღება.

თხილამურის სიგრძე 187 სანტიმეტრია, სიგანე – 17 სანტიმეტრი. ეს 17 და 2 სანტიმეტრით მეტია პირველი თხილამურის ზომებთან შედარებით. ამის მიზეზი გარემო პირობების გავლენაა – 2021 წელს აღმოჩენილი ცალი თხილამური 4-5 მეტრით უფრო ღრმად იყო ჩამარხული თოვლში.

ორივე ცალის გულდასმით შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ თხილამურებს ბეწვი არ ჰქონდათ დაკრული. მათ თანამედროვე თხილამურების მსგავსად ღარები აქვთ დაყოლებული.

საინტერესოა მფლობელის ისტორიაც. დიგერვარდენის უბანზე ნადირობასთან დაკავშირებული მრავალი ნივთია აღმოჩენილი. შესაძლოა, თხილამურებიც მონადირის საკუთრება იყო, მაგრამ ეს ტერიტორია ძველი “სატრანსპორტო” არტერია იყო. მრავლად არის აღმოჩენილი უძველესი მიმართულების მაჩვენებელი ქვების გროვები, ე.წ. ტურები. ამგვარად, თხილამურები, შესაძლოა, მოგზაურს ან გამყოლს ეკუთვნოდეს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მან თხილამურები თოვლში ვერტიკალურად ჩაარჭო, ადვილად რომ გამოჩენილიყო შორიდან, თუმცა რაღაც მიზეზების გამო ისინი საუკუნეების მანძილზე ხელუხლებელი დარჩნენ.

60f7fb21cf074831bce499bc98b574c6.max-2000x1000

5008cb6b69154e09ad33f3cddd89231a.max-2000x1000

 

Leave a comment

Your email address will not be published.


*