ნორვეგიაში XVIII საუკუნის ჩაძირული ჰოლანდიური გემი აღმოაჩინეს

მას დაივერები ათწლეულების მანძილზე ეძებდნენ.

ნორვეგიელმა დაივერებმა ნორვეგიის სამხრეთში XVIII საუკუნის ჩაძირული გემი იპოვეს. აკვატორიის ამ ნაწილში გემები ხშირად არ იძირებოდნენ, მაგრამ ითვლებოდა, რომ აქ ჰოლანდიური გემი “იუფრაუ ელიზაბედი” ჩაიძირა. მისი ბედი ამ დრომდე გამოცანად რჩებოდა: ცნობილი იყო, რომ 1760 წლის მარტში ის ამსტერდამიდან გამოვიდა. ეკიპაჟი 4 კაცისგან შედგებოდა. 20 დღის შემდეგ იგი ნორვეგიის სამხრეთ სანაპიროსთან მიცურდა, სადაც შტორმი ამოვარდა. ზოგიერთი წყარო ვარაუდობს, რომ გემი ჩაიძირა სოგნე-ფიორდის კლდესთან, მაგრამ ზოგიერთი წყარო ვარაუდობდა, რომ იგი გადარჩა.

ასეა თუ ისე, მეზღვაურები გადარჩნენ: ცნობილია, რომ ისინი ვესტ-აგდერის გუბერნიის სანაპიროზე გადმოვიდნენ. იქ მათ მოვლენების ახსნა მოსთხოვეს. ხელისუფლებამ დაადგინა, რომ გემმა დროულად არ ითხოვა დახმარება, არ დაუშვა იალქნები და ღუზა არ ჩაუშვა. ამის ნაცვლად იგი შტორმის ზონისკენ გაეშურა. მცირე ძალებით გემს მართვის საშუალება არ ჰქონდა.

ამ ისტორიით დაინტერესებულმა დაივერებმა დოკუმენტები ყურადღებით შეისწავლეს და ძებნას შეუდგნენ. მათ იღბალმა მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ გაუღიმათ. გემის ნამსხვრევები შტორმის ზონის გარეთ შემთხვევით აღმოაჩინეს.

ისინი ქვიშით იყო დაფარული. ჟანგბადის არ არსებობის წყალობით გემი და არტეფაქტები თითქმის არ დაზიანებულა. თავის როლი აქ ცივმა წყალმაც შეასრულა: ჩრდილოეთის წყლებში ჩაძირული გემები უფრო კარგად ინახება, ვიდრე სამხრეთის წყლებში.

აღმოჩენილ ფრაგმენტებზე ნორვეგიის საზღვაო მუზეუმი იზრუნებს, ხოლო კულტურული მემკვიდრეობის ნაციონალური დეპარტამენტი 33 600 ევროს გამოყოფს მათ შესასწავლად. დისტანციური მართვის აპარატი გემის 3D მოდელის გამოსახულებას შექმნის.

Leave a comment

Your email address will not be published.


*