ოკეანეში ორჯერ შემცირდა ზღვის ბინადართა რაოდენობა

უკანასკნელი 40 წლის მანძილზე პლანეტის ოკეანეებში 49%–ით შემცირდა ზღვის სახეობების რაოდენობა ადამიანის საქმიანობის შედეგად. ასეთ შედეგებს იძლევა ზღვის ფაუნის ყველაზე ფართო კვლევები.

ველ7d964315fe3fc5de02219c84b4140ce9ური ბუნების მსოფლიო ფონდმა გააკეთა მოხსენება Living Blue Planet Report, რომელშიც შეფასებულია მსოფლიო ოკეანის ეკოსისტემა. მონაცემების მიხედვით, 1970–დან 2012 წლამდე, ოკეანის ბინადრების (ძუძუმწოვრების, ჩიტების, რეპტილიების, თევზების) რაოდენობა 49%–ით შემცირდა.

ყველაზე სწრაფი შემცირება მოხდა 1970–დან 1980 წლამდე. შემდგომ ათწლეულში სიტუაცია ზოგადად დასტაბილურდა, თუმცა სხვადასხვა რეგიონებში ციფრები სხვადასხვანაირად იცვლებოდა: თუ ჩრდილოეთ განედებში ცხოველების რიცხვი იზრდებოდა, ტროპიკებში და სუბტროპიკებში შემცირება გრძელდებოდა.

1970–დან 2010 წლამდე სარეწი თევზის 492 სახეობა 50%–ით შემცირდა. აქედან 459 გადაშენების ზღვარზეა, კომერციული რეწვის, კლიმატის ცვლილებების და არეალის შემცირების გამო. ძალიან მძიმე სიტუაციაა სკუმბრიისებრთათვის (თინუსი, მაკრელი, სკუმბრია, პელამიდა): ამ პერიოდში მათი რიცხვი 74%–ით შემცირდა.

ზღვის ცხოველების სახეობების და რაოდენობის შემცირების მთავარი მიზეზი ადამიანია. მათ შორის ზღვის რესურსების მოპოვებაცაა. სასურსათო და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით ამოწურვის ზღვარზეა თევზის მარაგის 29%. 61% – საერთოდ ამო2727c161af540f43fa139f114c0f4a92წურულია და აღდგენის საშუალება არ აქვს.

ოკეანის შესაძლებლობები უსაზღვრო არ არის და ჩვენი ქმედებები სანაპირო ზოლიდან ათასობით კილომეტრზეც კი სერიოზულ გავლენას ახდენს ოკეანის ჯანმრთელობაზე და პროდუქტიულობაზე. მაგალითად: CO2-ის გამონაბოლქვი ზრდის ზღვის წყლის მჟავიანობას, რაც იწვევს ზღვის ორგანიზმების, მარჯნების, მოლუსკების და პლანქტონის რღვევას.

ეკოსისტემაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს მომპოვებელი მრეწველობის განვითარებაც, ხმელეთის მიმდებარე ტერიტორიების ათვისება და დაბინძურება. მთავარი დამბინძურებელი, ჩამდინარე წყლებია. ამას გარდა, ყოველ წელს ოკეანეში ხვდება, 8 მილიონი ტონა პლასტიკი. ზო0faf473145ce6aae90a8f6b60bb40d17გიერთი მონაცემით, ყოველ წელს ზღვებში 500 000 ტონა ნავთობი ჩაედინება.

მრავალი ქვეყნის ეკონომიკა სწორედ ოკეანეზე და მის რესურსებზეა დამოკიდებული. მოსახლეობის დაახლოებით 10–12% ცხოვრობს თევზჭერით და აკვაკულტურით. 3 მილიარდი ადამიანისთვის თევზი წარმოადგენს ცხოველური ცილის ძირითად წყაროს. ზღვები ადამიანებს მხოლოდ კვების პროდუქტებს კი არ აძლევენ, არამედ ენერგიას, წამლებს და ნედლეულს.

National geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*