ონორე დე ბალზაკის ენამახვილობა

ბალზაკს ძალიან უყვარდა მაგარი ყავა. იგი დღეში 50 ფინჯანს სვავდა. მწარე მარცვლებს დიდი სიამოვნებით ღეჭდა. მას აგრეთვე ჰქონდა დიდი იუმორის გრძნობა. ერთხელ ღამით სახლში მასთან ქურდი შეიპარა. მაგიდის უჯრებს რომ ქექდა, ბალზაკმა უთხრა: “მეგობარო, სიბნელეში ტყუილად ეძებ იმას, რასაც დღის სინათლეზე მეთვითონ ვერ ვპოულობ”.

ერთხელ ხელოსანმა მიაკითხა სახლში და მოსთხოვა ფული სარემონტო სამუშაოებისთვის. დიდმა მწერალმა სხვა დროისთვის დაიბარა უფულობის გამო. ხელოსანი გაბრაზდა და აყვირდა: “ყოველ ჯერზე, როცა მივდივარ ფულისთვის  ან სახლში არ ხართ, ან ფული არ გაქვთ”. ამაზე ბალზაკმა უპასუხა: “ეს, ხომ გასაგებია, ფული რომ არ მქონდეს, ეხლა ხომ სახლში არ ვიქნებოდი”.

Leave a comment

Your email address will not be published.


*