ოპტიკური ილუზია სატურნის რგოლებში

აიდაჰოს და კორნელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კოსმოსური აპარატის Cassini-ს მონაცემების მიხედვით დაადგინეს, რომ სატურნის ყველაზე კაშკაშა რგოლი უფრო მსუბუქი და ახალგაზრდა აღმოჩნდა.

მეცნიერებმა ყურადღება მიაქციეს ტალღებს, რომლებსაც სატურნის და მისი თანამგზავრების რთული გრავიტაციული ურთიერთქმედება წარმოშობს. ისინი იზიდავენ რგოლის ნაწილაკებს სატურნთან მიახლოებისას.

სიმკვრივის სპირალური ტალღების შესწავლის შემდეგ მეცნიერებმა რგოლის ნაწილაკების მასა დაადგინეს და აღმოაჩინეს, რომ გაუმჭვირვალე რგოლები გამჭვირვალე რგოლებზე მეტს არ იწონიან. აქამდე მიიჩნეოდა, რომ რაც უფრო მკვრივია და კაშკაშა რგოლი, მით უფრო მეტი მატერიაა მასში – და პირიქით. თუმცა ყველაზე კაშკაშა რგოლი უფრო მსუბუქი აღმოჩნდა ვიდრე მეზობელი რგოლები, რამაც მეცნიერები ძალიან დააფიქრა.

როგორ შეიძლება, რომ ერთნაირი რაოდენობის მატერიის რგოლები სხვადასხვა გამჭვირვალობის იყოს. ეს ჯერ კიდევ გამოსაკვლევია.

რგოლების სიმკვრივის გარკვევა მეცნიერებს მისცემს მათი ასაკის დადგენის საშუალებას.

რგოლების მცირე მასა იმაზე მეტყველებს, რომ ისინი შედარებით ახალი ფორმირებულების – არა მილიარდობით წლების წინ, როგორც აქამდე მიიჩნეოდა, არამედ რამდენიმე ასეული მილიონი წლის წინათ,

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*