ორი ნიანგის მუმია 50 ნაშიერთან ერთად დაკრძალული აღმოჩნდა

პოლონეთის სიძველეთა სახელმწიფო მუზეუმის ექსპონატმა, სამმეტრიანმა ნიანგის მუმიამ მეცნიერები გააოცა: დასაკრძალავი საფარველის ქვეშ უჩვეულო შიგთავსი აღმოჩნდა.

პოლონეთის სიძველეთა სახელმწიფო მუზეუმი ძველი ეგვიპტის, მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე მსხვილ კოლექციას ფლობს. ექსპონატებს შორის არის სამი მეტრის სიგრძის ნიანგის მუმია. ჯერ კიდევ 1996 წლის კვლევების დროს სკანერმა აჩვენა, რომ სინამდვილეში მუმია შემადგენლობითია: ერთი დასაკრძალავი საფარველის ქვეშ ორი ნიანგია შეხვეული.

ახლახანს მუზეუმში ძველი ეგვიპტის ახალი გამოფენა გაკეთდა. მომზადების პერიოდში მეცნიერებს სიურპრიზი ელოდათ: უახლესი ტექნოლოგიის სკანერებით მოხერხდა ექსპონატის დეტალური დათვალიერება და აღმოჩნდა, რომ ორი მოზრდილი ნიანგის გარშემო კიდევ 50–მდე ნაშიერია განლაგებული.

ეგვიპტოლოგები ვერ ხსნიან, თუ რატომ არის ასეთი უცნაური მუმია გაკეთებული. ერთი ვერსიით, ერთად დამარხული სხვადასხვა ასაკის ნიანგები მარადიულ ახალგაზრდობას და სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეს განასახიერებენ. სხვა ვერსიით – უჩვეულო მუმია ღმერთ სებეკის გულის მოსალბობად დამზადდა, მაგრამ რიტუალის ჩატარების მომენტისთვის ღირსეული ზომის ცხოველის მოძიება ვერ მოხერხდა.

გამოფენა 18 ნოემბერს გაიხსნა. მისი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ დამთვალიერებლებს სკანირების მოწყობილობით თავად შეუძლიათ მუმიების შესწავლა.

8caed87ffcdfcba0da6f3477515d143c

Leave a comment

Your email address will not be published.


*