პალმირას თაღი ლონდონსა და ნიუ იორკში

პალმირა, გვიანი ანტიკური ხანის ერთ–ერთი უმშვენიერესი ქალაქი, დამასკოდან 240 კილომეტრში მდებარეობს. უდაბნოს მარგალიტად წოდებული ქალაქი იუნესკოს მიერ მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად არის აღიარებული. ნანგრევებში მდგარი ქალაქის 15 მეტრის სიმაღლის შესასვლელი თაღი ისლამური სახელმწიფოს პოლიტიკის სიმბოლოდ იქცა, რომლებიც მიზანმიმართულად ანადგურებენ ახლო აღმოსავლეთის ისლამამდელ ისტორიასა და ძეგლებს.

ბარბაროსების პასუხად გადაწყდა, რომ ბარბაროსების მიერ განადგურებული პალმირას თაღის ზუსტი ასლი ლონდონსა და ნიუ იორკში დაედგათ, გიგანტური 3 D პრინტერი კი მას ზუსტად აღადგენდა.

2011 წლამდე, სანამ სირიაში კონფლიქტი გაჩაღდებოდა, პალმირას წელიწადში 150 ათასი ტურისტი სტუმრობდა. ქალაქი ისლამისტებმა ხელში 2015 წლის აპრილში ჩაიგდეს და საერთაშორისო საზოგადოება შეძრწუნებული ადევნებდა თვალს, როგორ ნადგურდებოდა ძველი ქალაქის შენობები, ქანდაკებები თუ საფლავები.

პალმირაში მთავარი ნაგებობა გახლდათ ბაალის ტაძარი, რომელსაც მეცნიერები მთელი ახლო აღმოსავლეთის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ტაძრად მიიჩნევდნენ. მისი მშენებლობა 32 წელს დაიწყო და ორ საუკუნეს გაგრძელდა. ის ასწლეულების განმავლობაში წარმოადგენდა პალმირას რელიგიურ ცენტრს. ბიზანტიის ეპოქაში ქრისტიანულ ტაძრად გადაკეთდა, მოგვიანებით კი მეჩეთად…

ბაალის ტაძარი 2015 წლის 30 აგვისტოს ფანატიკოსებმა ააფეთქეს. საჯაროდ აწამეს და მოკლეს მისი მომვლელი ბოლო 40 წლის განმავლობაში – 82 წლის არქეოლოგი ჰალედ ალ–ასადი. მალე ისლამისტებმა აფეთქება მოაწყვეს ქანაანის ღვთაების, ბაალ–შამინის ტაძარშიც… ქალაქი პალმირა სირიის ჯარებმა წლეულს მარტში გამოიხსნეს.

მეცნიერებმა გადაწყვიტეს, რამენაირად პასუხი გაეცათ ბარბაროსებისთვის. პრინტერით თაღის “დაბეჭდვა” ციფრული არქეოლოგიის ინსტიტუტს დაევალა. ეს ჰარვარდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტებისა და დუბაის მომავლის მუზეუმის ერთობლივი პროექტია. 2016 წლის აპრილში, მსოფლიო მემკვიდრეობის დღესთან დაკავშირებით, ტრაფალგარის მოედანზე პალმირას თაღის “დაბეჭდილი” ასლი დაიდგა, ოღონდ ოდნავ მცირე ზომის. წლეულს სექტემბერში კი მეორე ასლი კი ნიუ იორკში დაიდგა.

maxresdefault

arch-of-triumph

წყარო – “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*