პერუში იდუმალი რიტუალური სამარხი აღმოაჩინეს

სამი ბავშვი და ერთი მოზარდი 1000 წლის წინ ტაძრის შესასვლელთან დამარხეს.

პერუს ჩრდილოეთში, არქეოლოგების ჯგუფმა 29 ადამიანის ნეშტი აღმოაჩინა, მათ შორის – 3 ბავშვი. ისინი 1000-ზე მეტი წლის წინ, უძველეს ცერემონიალურ ტაძარში, თანამედროვე ლამბაეკეს ტერიტორიაზე დაასაფლავეს. ის, ლიმადან ჩრდილოეთით 750 კილომეტრზე მდებარეობს. ყველა სხეული, ერთის გამოკლებით, კარგად შემოინახა.

ცერემონიალურ ცენტრს D ასოს ფორმა აქვს და მისი ზღუდე IX-X საუკუნეებშია აგებული. 25 ადამიანი მოჩეს კულტურის წარმომადგენელია. ისინი ტაძარში თიხის სამარხებში იყვნენ დასაფლავებული. იქვე იყო კერამიკული ნაწარმი და ცხოველების ნეშტები: ლამების, ალპაკების და ზღვის გოჭების.

ინდიელების კოლუმბამდე კულტურებში ხშირი იყო ადამიანების მსხვერპლშეწირვები. ამ აღმოჩენამ რიტუალებზე კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მოგვცა.

ოთხი ნეშტი უარის კულტურას მიეკუთვნება. ეს კულტურა ცენტრალურ ანდებში არსებობდა, მაგრამ მოცემულ ტერიტორიაზე მათი კვალი აქამდე აღმოჩენილი არ იყო. ამგვარად, უარის გეოგრაფიული გავრცელება უფრო ფართო იყო, ვიდრე აქამდე ითვლებოდა. ეს ლამბაეკეს ისტორიაზე ახალ ინფორმაციას იძლევა. არანაკლებ საინტერესოა ის ფაქტი, რომ ოთხივე არასრულწლოვანია: უარიმ მსხვერპლად სამი ბავშვი და ერთი მოზარდი შეწირა და ისინი გარეთ, ტაძრის შესასვლელთან დამარხეს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*