პირველი მატარებლის ძარცვა აშშ–ს ისტორიაში

1866 წელს რენოს ბანდის მიერ, განხორციელდა პირველი, მოძრავი მატარებლის ძარცვა აშშ–ს ისტორიაში, ჯექსონ ქაუნთში, ინდიანაში, რომელიც მოძრაობდა ოჰაიოდან მისისიპიში. მძარცველებმა გაიტაცეს 10 000 დოლარზე მეტი ოდენობის თანხა. მანამდე მსგავს კრიმინალურ შემთხვევებს ადგილი ჰქონდა, მხოლოდ რკინიგზის სადგურებში და საწყობებში.

ძარცვის ეს ახალი მეთოდი მალევე გახდა პოპულარული დასავლეთ ამერიკაში, სადაც ცოტა ხნის წინ აშენდა ტრანსკონტინენტური და რეგიონული რკინიგზა. დასავლეთის ეკონომიკა სწრაფად ვითარდებოდა. მატარებლებს ხშირად გადაჰქონდათ დიდი რაოდენობით ფული და ძვირფასი მინერალები. მეჩხრად დასახლებული ადგილების გამო მრავალრიცხოვანი ყაჩაღთა დაჯგუფებები ადვილად ახერხებდნენ მატარებლის გაჩერებას, გაძარცვას და შემდეგ მიმალვას. ზოგიერთი ბანდა, როგორიც ბაჩ კასიდი, იგივე ველური ბანჩი იყო, ამ საქმიანობით ძალიან გამდიდრდა. ადვილად პოულობდნენ გასაძარცვ მატარებლებს და ამით დიდი მოგებას იძენდნენ. რკინიგზის მეპატრონეებმა დაიწყეს ბრძოლა ტავიანთი მატარებლების და ძვირფასეულობის დასაცავად. მათ მატარებლებში დადგეს დიდი სეიფები, რომლებსაც შეიარაღებული დაცვის წევრები ყარაულობდნენ. შესაბამისად XIX საუკუნის ბოლოს, ყაჩაღებისთვის ეს საქმიანობა უფრო სახიფათო გახდა.

რაც შეეხება რენოს ბანდას, რომელიც შედგებოდა ოთხი ძმა რენოსგან და მათი მოკავშირეებისგან, მეფობის დასასრული 1868 წელს დაუდგათ, როდესაც ერთ–ერთი ძარცვის დროს დააპატიმრეს ბანდის ყველა წევრი და ბრალად დასდეს მატარებლების სერიული ძარცვა და სხვა კრიმინალური დანაშაულები.

history.com-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*