პირველი სოკოები გაცილები ადრე გაჩდნენ, ვიდრე აქამდე ითვლებოდა

სოკოების ასაკი მეცნიერებმა 300 მილიონი წლით უკან გადასწიეს.

ბრიუსელის უნივერსიტეტის მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფი სოკოების ევოლუციას სწავლობდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს პლანეტის უძველესი ორგანიზმებია, მათზე მათზე ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი.

დღეისთვის მხოლოდ სოკოების 2%-ია იდენტიფიცირებული: მათი განათხარი ნიმუშების პოვნა ძალიან რთულია. საქმე იმაშია, რომ სოკოს ნამარხებს ორგანული ნარჩენების მორფოლოგიის საშუალებით იკვლევენ. ამ დროს აგრესიულ მჟავებს და მჟავე მარილებს იყენებენ. ასეთი მეთოდი ქიმიურ ზიანს აყენებს ნარჩენებს და მხოლოდ მიკროლოგიური ანალიზის საშუალებას იძლევა. მას შეზღუდვა აქვს: სხვადასხვა ცოცხალ ორგანიზმებს მთელი რიგი მახასიათებლები საერთო აქვთ.

აქამდე ყველაზე ძველ სოკოებად 460 მილიონი წლის ნიმუშები ითვლებოდა. ახლა უფრო ძველი ნიმუშები გამოჩნდა: სოკოს ნარჩენები 715-810 მილიონი წლის ასაკის ქანებში შემორჩა.

გაქვავებული ნიმუშები კონგოს ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. 800 მილიონი წლის წინ ეს ტერიტორია ხმელეთის და წყლის გამყოფი უბანი იყო. მეცნიერთა აზრით, სოკოს “ფენამ” მცენარეებს ხელი შეუწყო 500 მლიონი წლის წინ პლანეტის ზედაპირის კოლონიზირება მოეხდინათ.

მეცნიერებმა ახალი მეთოდი გამოიყენეს ქიმიური დამუშავების გარეშე – ელექტრონული, ფლუორესცენტული მიკროსკოპია და სინქროტრონული გამოსხივების სპექტროსკოპია. მათ ქიტინის კვალი აღმოაჩინეს – მკვრივი შენაერთი, რომელიც სოკოებშია. ასევე გაირკვა, რომ ორგანიზმების უჯრედს ბირთვი ჰქონდა.

მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ამ მეთოდის საშუალებით, ისინი უფრო ძველ ნამარხებსაც აღმოაჩენენ.

4e2e883a277943adacc437f7525a1cbc.max-2000x1000 (1)

Leave a comment

Your email address will not be published.


*