“პიცა პეპერონი” – NASA-მ ინფრაწითელი სინათლით იუპიტერზე 9 შტორმი წარმოადგინა

ფოტო კოსმოსურმა ზონდმა “იუნონამ” გადაიღო პლანეტის ჩრდილოეთ პოლუსზე გადაფრენის დროს.

NASA-მ ინსტაგრამზე იუპიტერის ჩრდილოეთ პოლუსზე ციკლონების გამოსახულება გამოაქვეყნა. სააგენტომ ფოტოს წარწერა დაურთო: “პოლ – ეს ლავაა… უი, მოითმინეთ, ეს იუპიტერის ჩრდილოეთ პოლუსის ინფრაწითელი ფოტოა”. სოციალურ ქსელში მომხმარებლებმა პლანეტის გამოსახულება პიცა პეპერონის შეადარეს.

ფოტოზე ჩანს გიგანტური ოქტოგონალური სტრუქტურა, რომელიც 9 შტორმისგან შეგება. ყველაზე დიდი ცენტრშია. მსგავსი სისტემები იუპიტერის ატმოსფეროში რეგულარულად წარმოიქმნებიან და წლობით შეუძლიათ შედარებით სტაბილური სტრუქტურის შენარჩუნება.

გასულ წელს NASA-მ მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტის სამხრეთ პოლუსზე არსებული მსგავსი სტრუქტურა წარმოადგინა. მეცნიერები შტორმებზე დაკვირვებას აგრძელებენ. ისინი სითხის მოძრაობის ფიზიკაზე მეტ მონაცემებს ელოდებიან და პლანეტა-გიგანტის ატმოსფეროში მიმდინარე პროცესებს სწავლობენ.

მკვლევარები დიდ იმედებს ჯეიმს უების კოსმოსურ ტელესკოპზე ამყარებენ. ის დედამიწის ორბიტაზე 2021 წელს უნდა გაუშვან. @NASAWebb გაცილებით მეტ დეტალს წარმოადგენს, ვიდრე გასულ დაკვირვებებში იყო მიღწეული. მათ შორის, ქარის, ღრუბლების ნაწილაკების, გაზის შემადგენლობის და ტემპერატურის შესახებ.

Leave a comment

Your email address will not be published.


*