პლანეტათაშორისმა სადგურმა “მესენჯერმა” მერკურიზე მეტეორიტის ჩამოვარდნა დააფიქსირა

ეს ქვიან პლანეტაზე, დედამიწის გარდა, მსგავსი მოვლენის დაფიქსირების პირველი შემთხვევაა.

ჩვენთვის ცნობილია მეტეორიტების მთვარეზე ჩამოვარდნის შესახებ. მეტეორიტები მცირე ციური სხეულებია, რომლებიც კოსმოსურ მტვერზე მსხვილია და ჩვეულებრივ მეტეორიტებზე მცირე ზომის არიან.

1994 წელს რამდენიმე კოსმოსურმა აპარატმა შუმეიკერ-ლევი 9 კომეტა გადაიღო, რომლებიც იუპიტერს შეეჯახა. მაგრამ მსგავსი მოვლენები ქვიან პლანეტებზე ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.

ამის მიუხედავად, პლანეტათაშორისმა სადგურმა “მესენჯერმა”, რომელიც კოსმოსში მერკურის შესასწავლად არის გაშვებული, მსგავსი მოვლენის კვალი ჯერ კიდევ 2013 წელს დააფიქსირა. მისიის საარქივო მონაცემების შესწავლის დროს მეცნიერებმა მეტეორიტის დაცემის კვალი მერკურიზე აღმოაჩინეს.

მკვლევარების ვერსიით, მოვლენა 2013 წლის 21 დეკემბერს მოხდა. ამ დღეს “მესენჯერის” პლაზმურმა სპექტრომეტრმა მზის ქარში ნატრიუმის იონებისა და კრემნიუმის ანომალურად მაღალი რაოდენობა დააფიქსირა. აქ, როგორც წესი, მხოლოდ პროტონები ან ალფა-ნაწილაკები ფიქსირდებოდნენ.

ნაწილაკების მიმართულების და სიჩქარის საშუალებით, მეცნიერებმა განსაზღვრეს ნაწილაკების გადაადგილება უკან, წყაროსკენ. მათ აღმოაჩინეს, რომ ნაწილაკები დაჯგუფებულები იყვნენ მჭიდრო შლეიფის ფორმით, რომელიც ამოიფრქვა მერკურის ზედაპირიდან და კოსმოსში 5300 კმ-ის მანძილზე გაიჭრა.

გაირკვა, რომ ეს ფენომენი ეკზოსფეროს ტიპიური პროცესებით არ აიხსნება, ხოლო იონები – აშკარად პლანეტარული წარმოშობის არიან. მეცნიერების აზრით, “მესენჯერის” დახმარებით მათ შეძლეს მერკურის ზედაპირიდან იმ ნივთიერების აორთქლების დაკვირვება, რომელიც მეტეორიტის დაცემის შედეგად წარმოიქმნა. თვლიან, რომ ის შესაძლოა ენკეს კომეტის ნაკადიდან წარმოიქმნა ან ასტეროიდების მთავარი სარტყელის სხეულის ფრაგმენტია.

პლანეტათაშორისმა სადგურმა “მესენჯერმა” თავისი მისია 2015 წელს დაასრულა და მერკურის ზედაპირზე ჩამოვარდა.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ახალი კვლევითი სადგური “ბეპიკოლომბო”, რომელიც მერკურის 2025 წელს მიაღწევს, უფრო მეტ საინტერესო მოვლენას დააფიქსირებს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*