პლანეტის ყველაზე ტენიანი ადგილი

გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით დედამიწის ყველაზე ტენიანი ადგილი ინდოეთშია.

შტატ მეგჰალაიაში მდებარე სოფელ მაუსინრამის დასახელება ითარგმნება, როგორც “ღრუბლების მიწა”. ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით მქროლავ მუსონებს ბენგალიის ყურედან მოაქვთ სინესტე, რომელიც კონდენსირდება 1,5 კილომეტრიან პლატოზე, კჰასის აღმოსავლეთ მთების რაიონში.

შედეგად, წლის განმავლობაში აქ მოდის 11 871 მილიმეტრი ნალექი. რიო დე ჟანეიროს ცნობილი იესო ქრისტეს ქანდაკება აქ რომ მდგარიყო, ის მუხლებამდე წყალში აღმოჩნდებოდა.

მაუსინრამიდან აღმოსავლეთით 16 კილომეტრზე მდებარეობს ქალაქი ჩარაპუნჯი, რომელიც უფრო სოჰრას სახელითაა ცნობილი. ეს დედამიწაზე მეორე ადგილია სინესტით ცნობილი. მიუხედავად უხვი ნალექისა (11 430 მმ. წელიწადში) ამ ქალაქის მაცხოვრებლები გვალვისგან იტანჯებიან, როგორც კი მუსონები წყდება.

db919591359adcc6d772811f7da56a61

eab8da720fc71b19e8ab87fac898f1a1

b6e20782bb5812be42c197360781755b

7aaf00f2e01dab89b7dcc168dab13ca3

მომზადებულია National geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*