პლანეტის 10 ყველაზე ლამაზი ადგილი

მსოფლიოში არსებობს ძალიან ბევრი თვალწარმტაცი ადგილი, სადაც შეგიძლიათ ესტუმროთ და დაათვალიეროთ, მაგრამ აქ წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს 10 უმშვენიერესი ადგილი. ისინი იმდენად მშვენიერია, რომ თქვენ ნამდვილად მოგგვრით სურვილს მათი მონახულების. მაშ ასე ათეული ასეთია:

1. ჩანჩქერი ვიქტორია, ზიმბაბვე

the_victoria_falls_hotel_02

ეს არის საოცარი ადგილი, რომელიც მდებარეობს ზამბიისა და ჩრდილოეთ ზიმბაბვეს საზღვარზე, მდინარე ზამბეზის გასწვრივ. ეს ულამაზესი ჩანჩქერი სიმაღლით 354 ფუტია. სახელი ჩანჩქერი ვიქტორია უწოდა შოტლანდიელმა მკვლევარმა დევიდ ლივინგსტონმა. ის იყო პირველი ევროპელი, რომელმაც ნახა ვიქტორია, 1855 წლის 16 ნოემბერს. ჩანჩქერტან მისვლა შესაძლებელია მატარებლითაც და ავტობუსითაც და საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად.

2. ვენეცია, იტალია

venice2w

ვენეცია არის ტაძარი ლაგინაში, მაგრამ ეს არ არის ყველაზე საოცარი. ფაქტობრივად ვენეცია ინარჩუნებს ამ ბუნებრივ სილამაზეს 600 წელზე მეტი ხნის მანძილზე. ქალაქს აქვს 118 კუნძული და წლის განმავლობაში იმაზე მეტი ტურისტი ჩამოდის, ვიდრე მოსახლეობაა. ქალაქის ყველაზე მაღალი და უძველესი შენობა კამპანილეა, რომლის სიმაღლე 325 ფუტია. ვენეციის მრავალი სანახაობრივი ადგილი აქვს, მათ შორის წმინდა მარკოზის ბაზილიკა და პიაცა სან მარკო. მოკლედ, ევროპის ამ ულამაზესი ქალაქის ნახვის სანსი არ უნდა გაუშვათ ხელიდან.

3. ლურჯი აუზები, შოტლანდია

tSrs2

ლურჯი აუზები მდებარეობს მტვრევადი პლიაჟიდან ორ მილში. ნაწილი მოედინება ვიწრო ტყიდან, რომელშიც მიედინებიან ლამაზი კამკამა წყლები და მშვიდი ჩანჩქერები. სატრანსპორტო გზა არ არის და თქვენ სეგიძლიათ ისარგებლოდ უსაფრთხო წყლის ტრანსპორტით. თქვენ ბანაობაც შეგიძლიათ აქ, თუმცა გაზაფხულზე წყალი ძალიან ცივია. როდესაც გადაწყვეტთ ამ უმშვენიერესი ადგილის მონახულებას, კარგად დარწმუნდით, რომ არავიტარი ზიანის მიყენება არ გაქვთ განზრახული გარემოსთვის.

4. დიდი ლურჯი ხვრელი

Great-Blue-Hole-Belize

წყალქვეშა ძაბრი, დიდი ლურჯი ხვრელი მდებარეობს ცენტრალურ ამერიკაში, ბელიზზე. მისი სიღრმე 407 ფუტია, ხოლო სიგანე 984 ფუტი. იგი მდიდარია სუფთა წყლითა და საზღვაო პეიზაჟებით. თუ ყვინთვის მოყვარული ხართ, მაშინ ეს ადგილი თქვენთვისაა. წარმოიდგინეთ, ყვინთავთ ბროლივით სუფთა წყალში და გხვდებათ უნიკალური სახეობის თევზები, როგორიცაა კარიბის ზვიგენი, ან ხარისებრი ზვიგენი. უფრო მეტიც, ტქვენ გაქვთ შესაძლებლობა ნახოთ საოცარი მარჯნის ფორმირება.

2012 წელს დიდი ლურჯი ხვრელი, სატელევიზიო არხმა  Discovery Channel–მა შეიყვანა მსოფლიოს 10 ყველაზე საოცარ ადგილების სიაში. მიუხედავად იმისა, რომ აქ მოგზაურობა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, ნამდვილად ღირს.

5. წითელი პლიაჟი, ჩინეთი

red-sea-china

ეს პლიაჟი მდებარეობს დოვას საგრაფოში, პანჯინიდან 30 კილომეტრი დასავლეთით. რადგან პლიაჟი წითელია, სულაც არ ნიშნავს, რომ მასზე წითელი ქვიშაა. ამ წითელ სეფერილობას ზღვის მცენარეები აძლევს, რომლებიც შემოდგომას წითლდებიან. წიტელი პლიაჟი განლაგებულია მსოფლიოს ერთ–ერთ ყველაზე დიდ ჭაობზე. აქ ბინადრობს 399–ზე მეტი სახეობის ცხოველი და 260 სახეობის ფრინველი. წიტელი პლიაჟი იზიდავს მრავალ ტურისტს მსოფლიოს ნებისმიერი წარტილიდან და არა მხოლოდ შემოდგომით.

6. ინკების ქალაქი მაჩუ პიქჩუში

the_lost_city_of_the_incas_machu_picchu_peru-1152x8642

ასევე ცნობილია, როგორც ინკების დაკარგული ქალაქი, რომელიც 1913 წელს აღმოაჩინეს. ნანგრევები დამზადებულია თეთრი გრანიტის ბლოკებით, რომლებიც ლამაზად და ყურადღებით არის დამონტაჟებული. აქ არის ტაძრები, სიწმინდეები, საცხოვრებელი ადგილები და პარკები. ეს არის გასაოცარი ადგილი მოსანახულებლად, განსაკუტრებით მათთვის, ვინც ისტორიით არის დაინტერესებული. სავარაუდოდ მაჩუ პიქჩუ აშენდა ინკების იმპერატორ პაჩაკუტის მიერ. მაჩუ პიქჩუში მოგზაურობა არც ისე ადვილია, თუმცა ნამდვილად ღირს ფულის დახარჯვა.

7. პირამიდები და სფინქსი

the-sphinx-at-gizacairo-in-egypt-with-the-pyramid-of-chephren-khafre-in-the-background

სფინქსი არის მსოფლიოს უდიდესი მონოლითური ძეგლი, რომლის სიმაღლეც 66 ფუტია, სიგრძე 241 ფუტი, ხოლო სიგანე 63 ფუტი. ითვლება, რომ სფინქსი აიგო ფარაონ ხეფრენისთვის 4500 წლის წინ. თუმცა ეს ჯერ კიდევ დასაზუსტებელია. მაგრამ ერტადერთი, რაც შეიძლება ითქვას, ის არის, რომ ეს არის ძალიან იდუმალი ადგილი, სადაც საათები შეგიძლიათ გაატაროთ ისე, რომ ვერ კი შეამჩნიოთ დროის გასვლა.

ასევე არსებობს 138 უძველესი პირამიდა, რომლებშიც ფარაონებია დაკრძალული. ხეოფსის პირამიდა არის ყველაზე დიდი მათ სორის და ის არის მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთადერთი, რომელიც დღემდე არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ სფინქსი ძალიან მომხიბვლელია, პირამიდები კიდევ უფრო სანახაობრივია.

8. დიდი ბარიერული რიფი, ავსტრალია

underwater-views-22

მსოფლიოში ყველაზე დიდ მარჯნის რიფების სისტემას უკავია 900–ზე მეტი კუნძული. იგი შედგება 2900 მარჯნის რიფისგან და მდებარეობს მარჯნის ზღვაში, ავსტრალიაში. დიდი ბარიერული რიფი გადაჭიმულია 2600 კილომეტრზე.

აქ ბინადრობს ბევრი გადაშენების პირას მყოფი არსება. აქ არის 1500 მეტი სახეობის თევზი, მათ შორის წითელი ბასი და წითელ ყელა იმპერატორი, ასევე 30 სახეობის დელფინი, მათ შორის წყნარი ოკეანის კუზა დელფინი, ვეშაპები, 17 სახეობის ზღვის გველი, 125 სახეობის ზვიგენი, 6 სახეობის ზღვის კუ და მრავალი სხვა.

მისი თბილი, ნათელი წყლების გამო ის განსაკუტრებულად პოპულარულია ტურისტებისთვის, განსაკუთრებით მყვინთავებისთვის და ბუნების მოყვარულთათვის.

9. ჩინეთის დიდი კედელი

GreatWall2

ჩინეთის დიდი კედელი გადაჭიმულია დაახლოებით 5500 მილზე აღმოსავლეთიდან დასავლეთით. კედელი აშენდა მტრის შემოსევებისგან დაცვის მიზნით, 2000 წელზე მეტი ხნის წინ. მისი უზველესი არქიტექტურა საოცრად მიმზიდველია.

ჩინეთის დიდი კედელი ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველია, განსაკუთრებით ალპინისტებისთვის.

10. ნიაგარას ჩანჩქერი

94430-120-5DB7AC4A

ჩანჩქერი, რომელიც მდებარეობს კანადისა და აშშ–ს საზღვარზე, შედგება სამი ვარდნილისგან. ის მსოფლიოს ერთ–ერთი სანახაობრივი ღირსშესანიშნაობაა. აქ შეიძლება მაქსიმალური დასვენების მიღებას თქვენს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.  ჩანჩქერები მდებარეობენ ამერიკის შტატ ნიუ-იორკსა და კანადის პროვინციაონტარიოს საზღვარზე. ნიაგარის სიახლოვეს მდებარეობს აშშ-ს ქალაქი ბუფალო.  ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მაღალი ჩანჩქერის სიმაღლე შეადგენს 52 მეტრს. იგი უძველეს დროში წარმოიქმნა, მეცნიერები ვარაუდობენ რომ ჩანჩქერი ნიაგარა დედამიწის უკანასკნელ გამყინვარების დროს შეიქმნა. 1848 წლის 29 მარტს ამ ჩანჩქერზე ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მოვლენა მოხდა, ნიაგარის ჩანჩქერი გაჩერდა. ეს გამოიწვია ამ დღეს არსებულმა ძლიერმა ქარმა, რომელმაც ერის ტბაში მდებარე ყინული დაძრა. ყინული ტბიდან მდინარე ნიაგარაზე გადავიდა და უზარმაზარმა მასამ გადაკეტა მდინარე ქალაქ ბუფალოს სიახლოვეს, ეს მოვლენა დაახლოებით 30 საათს გაგრძელდა.

travel.amerikanki.com–ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*