პლუტონის უცნაური ყინულის ვულკანი – “ახალი ჰორიზონტების” უახლესი ფოტო

NASA-მ გ569ca9e72a00002c00030ab7აავრცელა ფოტო, რომელზეც მეტად უცნაური რამ არის დაფიქსირებული: პლუტონზე, ერთ–ერთი მასიურო ვულკანიდან ყინულის მაგივრად ლავა არის ამოფრქვეული.

თავის ოფიციალურ ვებ გვერდზე NASA–მ განაცხადა, რომ ეს უზარმაზარი ტერიტორიაა. “თუ ეს ნამდვილად ვულკანია, როგორც ჩვენ ვეჭვობთ, ეს იქნება მზის სისტემაში უდიდესი, რომელიც დღემდე არის აღმოჩენილი”.

დედამიწისგან განსხვავებით, პლუტონზე ვულკანები აფრქვევენ გაყინულ წყალს, ამიაკს, მეთანს ან აზოტს. აღნიშნული ვულკანი სიმაღლეში 4 კილომეტრია და მდებარეობს პლუტონის “გულში”.

ამ ვულკან ძმები რაიტების საპატივსაცემოდ “რაიტ მონსი” დაარქვეს. იმის გათვალისწინებით, რომ ერთი კრატერი უკვე არსებობს მთაზე, NASA-ს მეცნიერთა აზრით სულ ცოტა ხნის წინ შესაძლოა აქტიური ყოფილიყო.

“ჩვენს მზის სისტემაში მსგავსი არასდროს არაფერი მინახავს” – განუცხადა ნოემბერში Reauter–ს “ახალი ჰორიზონტების” მეცნიერმა ოლივერ უაითმა, როდესაც ყინულის ვულკანი პირველად აღმოაჩინეს.

huffingtonpost.com–ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*