პლუტონი ნელ-ნელა ატმოსფეროს კარგავს

ახალი კვლევები აჩვენებს, რომ პლუტონის გარშემო არსებული გაზები ქრებიან და ისევ ყინულად იქცევიან.

პლუტონის თხელი ატმოსფერო ძირითადად აზოტისგან, მეთანისგან და ნახშირბადის ორჟანგისგან შედგება. რადგან ზედაპირზე ტემპერატურა ეცემა, აზოტი იყინება, რაც ატმოსფეროს დაკარგვას იწვევს.

პლუტონის ატმოსფეროს მდგომარეობის შეფასება ე.წ. დაფარვის მეთოდით წარიმართა. ამ მეთოდის დროს დამკვირვებლის თვალსაზრისიდან ერთი ციური სხეული ფარავს მეორე ციურ სხეულს. მოცემულ შემთხვევაში, პლუტონი ფარავდა შორეულ ვარსკვლავს, რომელიც დედამიწის ტელესკოპებისთვის გამნათებლის ფუნქციას ასრულებდა.

პლუტონის ატმოსფერო ზედაპირიდან ყინულის აორთქლებით ყალიბდება. ტემპერატურის მცირე ცვლილება კი ატმოსფეროს სიმკვრივის მნიშვნელოვან ცვლილებას იწვევს.

ორბიტის ექსცენტრულობის გამო, პლუტონი მზეს ხან უახლოვდება 4,4 მილიარდ კილომეტრზე, ხან შორდება 49,3 მილიარდი კილომეტრით. დისტანციის გაზრდის დროს პლუტონი ნაკლებ მზის სითბოს ღებულობს და ტემპერატურაც ეცემა.

2015 წელს დაფიქსირებული ატმოსფეროს მომატებული სიმკვრივე დაკავშირებულია სითბურ ინერციასთან – აზოტის მყინვარებში არსებულ სითბოს ნარჩენთან, რომელსაც მანძილის ზრდის დროს დაგვიანებული რეაქცია აქვს.

მარტალია, ოფიციალურად პლუტონი პლანეტად არ ითვლება, ის მეცნიერების ყურადღებას ძველებურად იმსახურებს. ბოლო დროს ასტრონომებმა დაადგინეს, რომ იქ არის დათოვლილი მთები და თხევადი ოკეანეები მის ზედაპირზე. ეს ორი აღმოჩენა პლუტონის ატმოსფეროს შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას მისცემს მეცნიერებს.

2006 წლის 24 აგვისტოს, პირველად მოხდა ტერმინ “პლანეტის” განსაზღვრება. პლუტონი ამ განსაზღვრებაში ვერ მოხვდა და ის ახალ კატეგორიას, ჯუჯა პლანეტებს მიაკუთვნეს ერიდასა და ცერერასთან ერთად. კლასიფიკაციის შეცვლის შემდეგ, პლუტონი მცირე პლანეტების სიას დაემატა.

პლუტონი ყოველთვის არ წარმოადგენდა ყინულის ლოდს – იქ ოდესღაც თბილი ოკეანეები ლივლივებდნენ.

Leave a comment

Your email address will not be published.


*