პოლონეთში ნამარხი ზღვის ურჩხულის ნაშთები აღმოაჩინეს

მტაცებელი იმდენად დიდი და საშიში იყო, რომ ის ტირანოზავრს გაუმკლავდებოდა.

პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევარებმა პლიოზავრის ნაშთები აღმოაჩინეს. ნამარხი ქვეყნის სამხრეთში, სოფელ კშიჟანოვიცესთან, სიმინდის ყანაში აღმოაჩინეს. ათმეტრიანი ცხოველის ასაკი 145-163 მილიონი წელია. ეს პოლონეთში აღმოჩენილი პირველი პლიოზავრია.

პლიოზავრები თავიანთი არსებობის დროს არსებული კვებითი ჯაჭვის სათავეში იმყოფებოდნენ. ზოგიერთი მათგანი ათეულობით ტონას იწონიდა. ითვლება, რომ ისინი თავისი დროის უმსხვილესი მტაცებლები იყვნენ როგორც ზღვაში, ისე ხმელეთზე. მათ ნიანგივით წაგრძელებული დრუნჩები, უზარმაზარი ფარფლები და დიდი კბილები ჰქონდათ.

პლიოზავრები ნებისმიერ ზღვის ცხოველზე ნადირობდნენ. ასევე თავს ესხმოდნენ წყალთან ახლოს მისულ ხმელეთის ცხოველებსაც. მტაცებლები ისეთი დიდები იყვნენ, რომ შეეძლოთ მრისხანე ტირანოზავრის მოკვლა და შეჭმა. კვლევამ აჩვენა, რომ მათი ყბები ორნახევარი მეტრი სიგრძის იყო და 4-ჯერ უფრო მძლავრი, ვიდრე ტირანოზავრის. მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს უძველესი კუების და ნიანგების ნაშთები.

პალეონტოლოგები ვარაუდობენ, რომ ეს ტერიტორია ოდესღაც ტროპიკულ არქიპელაგს წარმოადგენდა. მათ იმედი აქვთ, რომ აქ კიდევ მრავალი აღმოჩენა მოხდება.

1de81506ac9e4b4a8a0e700a24f668b9.max-2000x1000

Leave a comment

Your email address will not be published.


*