პოლონეთში ნაცისტების დროის კაფსულა იპოვეს

ნაცისტების მიერ ჩამარხული დროის კაფსულის საიდუმლოს ფარდა აეხადა. ცნობილია მისი შიგთავსიც. მასალა საუკეთესოდ არის შემონახული.

სპილენძისგან დამზადებული ცილინდრის ფორმის დროის კაფსულა პოლონეთში, ქალაქ ზლოცენეცში აღმოაჩინეს, მოგვიანებით კი ქალაქ შჩეცინში, სახელმწიფო მუზეუმში გადაიტანეს.

დროის კაფსულაში 1934 წელს გამოცემული გაზეთები, პერგამენტები, ადოლფ ჰიტლერის ფოტოები და მისივე ტრაქტატის “მაინ კამფის” ორი ეგზემპლარი იდო.

ზლოცენეცის მერიის საიტზე გამოქვეყნდა სტატია პოლონურ ენაზე, სადაც აღწერილია, როგორ აღმოაჩინეს ნაცისტების დროის კაფსულა, როცა ძველი, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ასაფეთქებელი ნივთიერებების ნარჩენებისგან ქალაქის ტერიტორიის გაწმენდას ცდილობდნენ. კაფსულა მუზეუმს გადასცეს, სადაც იგი გახსნეს და მისი შიგთავსი შეისწავლეს.

ნაცისტების დროის კაფსულა პოლონეთის ქალაქ ზლოცენეცში 82 წლის წინ, ნაცისტური სასწავლო ცენტრის მშენებლობისას საძირკველში ჩადეს. სასწავლებელი აქ 1945 წლამდე მოქმედებდა, ვიდრე ქალაქი პოლონეთის ნაწილი არ გახდა.

yqshn6hl9mb4lzqejpvz

ნაცისტების მიერ კაფსულის საძირკველში ჩატანება

nazitimecapsule-3-ab

კაფსულის პოვნა

Leave a comment

Your email address will not be published.


*