პოლტერგეისტი, გალილეო, სერვანტესი: ეკზოპლანეტების ახალი სახელები

რამდენიმე თვის წინ საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა სახალხო ხმისმიცემა გახსნა ზოგიერთი ეკზოპლანეტის სახელის განსაზღვრისთვის. 16 დეკემბერს ეს შედეგები გამოქვეყნდა.

ადრე პლანეტა პოლტერგეისტი მოიხსენიებოდა, როგორც PSRB1257+12C. რთული დასამახსოვრებელი ვარსკვლავის სისტემა დღეს იწოდება – ლიჩი. ვარსკვლავ ლიჩის გარშემო ბრუნავენ პლანეტები პოლტერგეისტი, დრაუგრი (სკანდინავიურ მითოლოგიაში ცოცხალი მკვდარი, ვამპირის მსგავსი) და ფობეტორი (ძველბერძნული კოშმარების ღმერთი). ასეთი საინტერესო სახელები შეარჩია იტალიურმა ობსერვატორია Südtirol Alto Adige–მ.

დღეს კოსმოსში ასტრონომების მთელი სისტემაა. ვარსკვლავმა 55 Cancri–მ კოპერნიკის სახელი მიიღო. მის გარშემო კი ბრუნავენ გალილეო, ბრაგე, ლიპერში, იანსენი და ჰერიოტი.

გაჩნდა პლანეტა დაგონი, სირიელი ღმერთ–თევზის სახელის მიხედვით, რომელიც ლიტერატურაში ლავკრაფტის სახელით არის ცნობილი. პლანეტა ფაფნირი (სკანდინავიური მითოლოგიური ჯუჯა, რომელსაც დრაკონად გადაქცევა შეუძლია). კოსმოსში არის ესპანური კუთხეც: ვარსკვლავი mu Arae ახლა სერვანტესია. მის გარშემო ბრუნავენ პლანეტები კიხოტი, სანჩო, დულსინეა და როსინანტი.

ყველა სახელი მოიფიქრეს და მიანიჭეს ადგილობრივმა ასტრონომიულმა საზოგადოებებმა და პლანეტარიუმებმა.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*