პომპეის მაცხოვრებლებს კარგი კბილები ჰქონდათ

მეცნიერებმა გადაწყვიტეს, დაუბრუნდნენ პომპეის მაცხოვრებლების ისტორიას. 79 წელს, ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად დაღუპული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვლევარების ინტერესის საგანი გახდა.

ვულკანური ფერფლის ქვეშ დამარხული ლეგენდარული ქალაქის პირველი გათხრები XVIII საუკუნეში დაიწყო. მოახდინეს ასწლეულების შემდეგ აღმოჩენილი სხეულების კონსერვირება – თაბაშირის ყალიბების ჩამოსხმა. ეს მეთოდი იძლევა იმის საშუალებას, რომ შეინახონ დაღუპულების ზუსტი პოზა და სახის ნაკვთები. XX საუკუნის ბოლოდან ქალაქში სარესტავრაციო სამუშაოებიმიმდინარეობს. ამასთან, პომპეის ტერიტორიის 25% ჯერ გათხრილი არც არის. მაგრამ აღმოჩენილი მასალა უკვე ბევრ ამოცანას უყენებს მკვლევარებს. ერთ–ერთ მათგანზე ილაპარაკეს იტალიელმა სპეციალისტებმა, რომლებიც სწავლობენ პომპეის მოქალაქეების დიეტას და ჯანმრთელობას.2b7f7ff420236bf803eb6b8797e6c7d3

თაბაშირში ჩამარხული სხეულებისგან შეუძლებელია კბილების და ქსოვილების ნიმუშების აღება. ამიტომ, მეცნიერებმა კომპიუტერული ტომოგრაფია გამოიყენეს. იკვლევენ 86 სხეულს. უკვე ცნობილია რამდენიმე წინასწარი მონაცემი. დადგენილია, რომ მოქალაქეებს კბილები შესანიშნავ მდგომარეობაში ჰქონდათ. ამას მეცნიერები ფტორის დიდი რაოდენობით ხსნიან, რომელიც უხვად არის ვულკანურ ნიადაგში, ქალაქის გარშემო, და ასევე წყალში. ამასთან, პომპეელები არ ჭამდნენ შაქარს. მას მხოლოდ კილიდან ღებულობდნენ.

“სამედიცინო ისტორიის” გარდა, მეცნიერები ტომოგრაფიის საშუალებით ვარაუდობენ, პომპეის მაცხოვრებლების სხვა ცხოვრებისეულ ასპექტების დადგენას: დაღუპულების სხეულების და ტანსაცმლის ანალიზი დაადგენს მათ ასაკს, სქესს და სოციალურ სტატუსს. ეს ინფორმაცია შეავსებს ძველი რომის შესახებ ცოდნას.

9d9eb065f6def4269e124f66e472f791

c26bd4a54af5cd8d616992261219f6f4

eb185184db34ccfc0b8ffc5005e580b6

pompeii-11

155930602-tis-picture-taken-on-november-9-2012-through-the.jpg.CROP.promo-large2

pompeii_death_cast___child_by_ghostexorcist-d59gnmj

pompeii_ruins

National geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*